ქეთი მამისეიშვილი არკანზასის უნივერსიტეტის განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯის დეკანის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. შეგახსენებთ, მანამდე ის უნივერსიტეტში აკადემიური საკითხების მიმართულებით პრორექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს იკავებდა.
მამისეიშვილმა ბრაიან პრიმაკი შეცვალა, რომელიც განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯის დეკანის თანამდებობას 2019 წლის ივლისიდან უძღვებოდა. მან ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების დეკანის თანამდებობა ჩაიბარა.
„მაქვს პრივილეგია, კოლეჯში ვიმსახურო თანამდებობაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“, – განაცხადა ქეთი მამისეიშვილმა. „მადლობელი ვარ იმ სამუშაოსთვის, რომელიც დეკანმა პრიმაკმა შეასრულა, რათა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი კოლეჯი წინ წაწეულიყო. მოხარული ვარ ამ შესაძლებლობით და მოუთმენლად ველი ჩვენი სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და პერსონალის სამსახურში ჩადგომას და ჩვენი აკადემიური მიზნებისკენ სვლის დაწყებას“.
მამისეიშვილი არკანზასის უნივერსიტეტს 2008 წელს შეუერთდა. ის აკადემიურ საკითხებში პრორექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს 2021 წლის აგვისტოდან უძღვებოდა.