King David-ში დღეს ახალი სასტუმრო და რესტორანი – Meta Business Hotel და KD Meta Restaurant გაიხსნა

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსს „King David“ დღეს, 1-ლ ივნისს, ორი ახალი სივრცე დაემატა. რესტორანი Meta Restaurant და სასტუმრო Meta Business Hotel კლიენტებს უახლესი სტანდარტების დაცვით მოემსახურება.

რესტორანი მომხმარებელს ყველასათვის განსხვავებულ ადგილს სთავაზობს და მას ნამდვილ გასტრონომიულ რევოლუციას პირდება. ქართული, ევროპული და აზიური სამზარეულოს ჰარმონიული სინთეზის წყალობით, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ნაცნობი კერძები აბსოლუტურად განსხვავებული, განვითარებული გემოებით.

 

სტუმრების მხრიდან სურვილის შემთხვევაში, Meta Restraunt-ში ყოველთვის იქნება შემეცნებითი და შემოქმედებით პროცესი, ინტერაქცია პერსონალთან, სამზარეულოს გუნდის წევრებთან.

„ჩვენი პროფესია არის ხელოვნება. ამიტომ, ცოდნას, გამოცდილებას მაქსიმალურად წამოვწევთ წინ და სტუმრებისგან უკუკავშირსაც მივიღებთ. მგონია, რომ ქართული რეალობისთვის, ნამდვილად ვქმნით „ნოუ ჰაუს“, – ამბობს ახალი რესტორნის შეფ-მზარეული, ლუკა თოდუამ.

რაც შეეხება სასტუმროს, Meta Business Hotel გათვლილია ბიზნეს-კლასის სტუმრებზე და არამხოლოდ. აქ ადამიანს შეეძლება, მოწყდეს ყოველდღიურ რუტინას, დაისვენოს ან იმუშაოს დისტანციურად სასტუმროს სხვდასხვა სივრციდან, საიდანაც ყოველთვის შესანიშნავი ხედები იშლება.

„იდეის დაბადებიდან შექმნამდე მიზანი ერთი იყო – შეგვქმნა ადგილი, სადაც გავაკეთებდით ყველაფერს, რაც მომხმარებელს სჭირდებოდა და მათზე ვიქნებოდით მორგებული, მოვუსმენდით მათ და შევუქმნიდით სრულ კომფორტს“, – აღნიშნა მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მარიამ დვალიშვილმა.

უნიკალური ხედი, სრული კომფორტი, სასტუმროს სერვისები და ხარისხი აყალიბებს ყველა იმ ემოციურ და რაციონალურ ფაქტორს, რამაც საბოლოოდ King David-ს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

 

 

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაატარონ მთელი დღე კომპლექსში და დაკავდნენ მათთვის სასიამოვნო აქტივობებით სივრციდან გაუსვლელად. ასევე, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები.

King David ორ 31 და 19 სართულიან კოშკს აერთიანებს, თანამედროვე დიზაინი, ფასადზე ბუნებრივად არეკლილი ქალაქის ხედი, თბილისის ძველ და ახალ ნაწილთან ჰარმონიული შერწყმა, ორ კოშკს დედაქალაქის ერთ-ერთ უმშვენიერეს ღირშესანიშნაობად აქცევს.

კომპლექსში დამსვენებელი შეხვდება თანამედროვე სპა და ფიტნეს-ცენტრებს, Co Working სივრცეებს, საკონფერენციო დარბაზებს, ავტოსამრეცხაოსა თუ ქიმწმენდის წერტილებს.

 

 

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.