სტივენ სოდერბერგის ფილმის „ინფიცირება“ მთავარ მეცნიერ-კონსულტანტს, იან ლაპკინს კორონავირუსი დაუდგინდა.
ლაპკინი კოლუმბიის უნივერსიტეტის ინფექციური და იმუნური ცენტრის დირექტორია, ამასთან, ეპიდემიოლოგიის, ნევროლოგიისა და პათოლოგიური ანატომიის პროფესორი. 1995 წელს დიდი წვლილი შეიტანა „დასავლეთის ნილოსის ვირუსის“ იდენტიფიცირებაში და ასევე დაეხმარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთში, 2003 წელს, SARS- ის ვირუსთან ბრძოლაში.
ლაპკინი იყო მთავარი მეცნიერ-კონსულტანტი სტივენ სოდერბერგის ფილმში „ინფიცირება“, რომელიც 2011 წელს გამოვიდა. ფილმში აღწერილია ახალი გლობალური ვირუსით გამოწვეული ეპიდემია, რომელსაც მსოფლიო მკვლევარები აქტიურად ებრძვიან. კორონავირუსის გავრცელების ფონზე ხალხის ინტერესმა მოიმატა და „ინფიცირება“ გასული პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ნახვად ფილმად იქცა.