ლუვრის მუზეუმი გაიხსნა | რა წესების დაცვაა საჭირო შესასვლელად?

პანდემიის გამო, თითქმის, ოთხი თვით დახურული ლუვრის მუზეუმი 6 ივლისს პირველად გაიხსნა. ახალი წესების მიხედვით, დამთვარიელებილი ერთმეტრიანი დისტანციის დაცვითა და პირბადით შეძლებს მუზეუმში შესვლას. ცალკე რიგის დაკავება მოუწევთ მუზეუმის ყველაზე ცნობილი ნახატის „მონა ლიზას“ სანახავად.

ლუვრი 13 მარტს დაიხურა და 40 მილიონ ევროზე მეტი ზარალი მიადგა. მუზეუმის დირექტორის, ჟან-ლუკ მარტინესის, თქმით, პანდემიის გამო, ამ ზაფხულს ბევრად ნაკლებ დამთვალიერებელს ელოდებიან, რადგან მათი 75% უცხოელია. ევროკაშირმა, ჯერჯერობით, მხოლოდ 15 სახელმწიფოსთან გახსნა საზღვრები, თუმცა მათ შორის არაა აშშ, ბრაზილია და რუსეთი.

მუზეუმში შედარებით მცირე გალერეები არ გახსნილა, რადგან სოციალური დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდებოდა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.