სერიალის „Little Fires Everywhere“ რეჟისორი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი რეჟისორი ლინ შელტონი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ მისი გადაღებულია ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული სერიალი „Little Fires Everywhere“. სერიალი 2017 წლის იმავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაციაა.

გარდაცვალების მიზეზების შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც შელტონის წარმომადგენლები აცხადებენ, ის სისხლის დაავადებას უკავშირდება.

ლინ შელტონი ამერიკული დამოუკიდებელი კინოს წარმომადგენელი იყო. მისი დაბალბიუჯეტიანი ფილმები და სერიალები ყოველთვის გამოირჩეოდა აღიარებით, როგორც კინოსამყაროს, აგრეთვე, მაყურებელთა მხრიდან. სწორედ მის რეჟისურას ეკუთვნის „Mad Men“, „Fresh Off the Boat“, „The Mindy Project“ და „GLOW“ და მრავალი სხვა.

„ერთად ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დრო მქონოდა მასთან თანამშრომლობისთვის. შელტონს გააჩნდა უსაზღვრო კრეატიულობა და მისი ენერგიულობა ყოველთვის გადამდები იყო. მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია“ – წერს ამერიკელი რეჟისორი მარკ დიუპლასი საკუთარ ტვიტერზე.