Marriott International-ზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად 339 მილიონი ადამიანი დაზარალდა

ბოლო პერიოდში დიდ კომპანიებზე ჰაკერულმა შეტევებმა მასშტაბური სახე მიიღო. ამჯერად თაღლითობის მსხვერპლი Marriott International გახდა, რის შედეგადაც 339 მილიონი ადამიანი დაზარალდა.

მომხმარებლები კომპანიას უზენაეს სასამართლოში უჩივიან და სარჩელის დაკმაყოფილების  შემთხვევაში, სასამართლო თითოეული მომხმარებლის კომპენსირების ბრძანებას გასცემს.

თაღლითებმა მოიპარეს მომხმარებელთა საკრედიტო ბარათის, დაბადების თარიღისა და პასპორტის მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ Marriott-ზე თავდასხმა 2014 წელს დაიწყო, მაგრამ კომპანიამ მომხმარებლებს ამის შესახებ  მხოლოდ 2018 წელს აცნობა. ამასთან, გასულ წელს, ICO-მ სასტუმროების ქსელი 99 მილიონი ფუნტით დააჯარიმა და კომპანიას უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.