Mastercard-ის და ქართული მოდის მნიშვნელოვანი კოლაბორაცია

ფოტო: Lig Studio

 

გადახდების გლობალური ინდუსტრიის ლიდერი Mastercard წელს საქართველოში ოპერირების 20 წელს აღნიშნავს. თარიღი მართლაც მნიშვნელოვანია და ის პროექტები, რომელიც საიუბილეო წლის ეგიდით ტარდება, შთამბეჭდავი. მაისის თვეში Mastercard- Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის სპონსორი გახდა. წელიწადში ორჯერ საქართველოს დედაქალაქი მოდის სფეროში ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დიზაინერების, ინდუსტრიის პროფესიონალების და ვიზიტორების თავშეყრის ღონისძიებაა, სადაც ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა შოუში, ვორქშოპსა და აქტივობაში. სპორტი, მუსიკა, მოდა, გართობა და სხვა ინდუსტრიები Mastercard-თვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია ბარათების და ბიზნესის მფლობელებს სთავაზობს ექსკლუზიურ შეთავაზებებს და ისეთ გამოცდილებებს, რომელიც ფულით არ იყიდება.

Mastercard-ი მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს მართავს, რომელიც 210-ზე მეტ ქვეყანაში ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს. Mastercard-ის პროდუქტები და სერვისები ყოველდღიურ გადახდებსროგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვახდის მარტივს, დაცულსა და მომგებიანს.

მსოფლიოს მასშტაბით, Mastercard-ი მოდის სამყაროს რამდენიმე დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიების პარტნიორი და სპონსორია, მათ შორისაა Mastercard-ის Fashion Week ტორონტოში, კანადაში, ასევე: The Magnificent Mile Shopping Festival in Chicago, Audi Fashion Festival in Singapore and Stylicity in Canada. Mastercard- Future Fashion Now-ის პარტნიორიცაა, აზიის პირველი პრეშეკვეთების პლატფორმის, სადაც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების პროდუქციის ექსკლუზიურად, ყველაზე ადრე შეკვეთაა შესაძლებელი. კოლაბორაცია, რომელიც მსოფლიოს ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ მოდის კვირეულსა და მსოფლიოს ინოვაციურ ბრენდს შორის დაიწყო, ქართული მოდის ინდუსტრიას მეტ განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს მოუტანს, რადგან დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნა მისი ფილოსოფიაა.

მოდის ინდუსტრიისთვის ციფრული ტექნოლოგიები ახალი არ არის. რამდენიმე წლის წინ ინდუსტრიის ერთერთმა ყველაზე ძლევამოსილმა ბრენდებმა Burberry, Tommy Hilfiger და Tom Ford დაარღვიეს წესი და მათი ფეხსაცმელების პირდაპირ მოდის კვირეულიდან ყიდვა გახადეს შესაძლებელი, ონალინ მაღაზიების დახმარებით და დღეს მომხმარებლებს აღარ უწევთ 6 თვე ლოდინი. გადახდის პროცესი თანაბრად უნდა იყოს სწრაფი, ადამიანის საჭიროებებზე მორგებული და დაცული, ეს არის ყველაფერი, რასაც Mastercard-ი უკვე წლებია აკეთებსუზრუნველყოფს უსაფრთხო გადახდებს ყველასთვის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რადგან ჩვენს დროში შეიცვალა ინტერაქციის და კომუნიკაციის ფორმები, ტექნოლოგია ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი გახდა. წარმატება, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებაზე დგას, ტექნოლოგიების გარეშე სულ უფრო წარმოუდგენელი ხდება.

ეს მართლაც ორმხრივად საინტერესო და ამაღელვებელი თანამშრომლობაა. ის საშუალებას აძლევს ჩვენს მომხმარებლებს მათი ყოველდღიური ცხოვრება უფრო საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე გახადონ” – ამბობს იგორ სტეფანოვი, Mastercard საქართველოს გენერალური დირექტორი. “მოდის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის და ტურიზმის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. მოდა არ არის მხოლოდ ხელოვნება, ეს ბიზნესია, კრეატიული და ექსპერიმენტული ბიზნესი. Mastercard-ის ინდუსტრიაში შემოსვლა მასში შემოიტანს სიახლებს, ინოვაციას და ტექნოლოგიებს, რაც ნიშნავს განვითარების საერთოდ ახალ საფეხურს” – დასძნეს იგორ სტეფანოვი.

ანანო კეკელია

რადგან ჩვენი ცხოვრების გაციფრულების პროცესი დროის მცირე დროში გასაოცარ მასშტაბებს აღწევს, როგორც მომხმარებლებს, ისე კომპანიებს უწევთ ამ პროცესთან სწრაფი ადაპტირება. 2018 წელს Mastercard-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხოვრების გაციფრულების შესახებ აჩვენა, რომ საქართველო სერვისების გაციფრულების კუთხით ევროპაში ერთერთი წამყვანი ქვეყანაა. საქართველო თავისი ტექნოლოგიური განვითარების პროცესში, საკმაოდ აქტიურად მიდის ე.. “cashless” კონცეფციისკენ. ბოლო 3-4 წელიწადში POS ტრანზაქციების რაოდენობაც და მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. უკონტაქტო გადახდების კუთხით, საქართველო რეგიონის ლიდერთა შორისაა, ყოველი მეორე ბარათით გადახდა, განხორციელებულია უკონტაქტო ბარათით. ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობის 76%-ს პოზიტიური გამოცდილება აქვს. ეს ციფრები გვაჩვენებს, რომ ქვეყანა, ისევე როგორც ადგილობრივი ბანკები, მზად არიან სხვა ინოვაციებისთვისაც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს Mastercard-ი ბაზრის ლიდერია.

იგორ სტეფანოვი, თორნიკე ზირაქიშვილი

სოფო ჭყონია ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარების ერთერთი პიონერია, რომელიც დიდი ემოციით ყვება, როგორ დაიწყო 4 წლის წინ მოდის კვირეული, რომელიც დღეს აუცილებლად სანახავი ღონისძიებების ჩამონათვალშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. “როდესაც ამ პროექტს ვიწყებდი, ყველა მეუბნებოდა, რომ პირველ სეზონს რომ გააკეთებ, აუცილებლად ბოლო იქნება, იმიტომ რომ საქართველოში მოდას საერთოდ არ აქვს პერსპექტივა და განვითარების შესაძლებლობაო. როცა უცხოელ სტუმრებს ვპატიჟებდი, 99%-მა არ იცოდა საერთოდ საქართველო სად არის. დღეს სად ვართ? დღეს თბილისსკავკასიის პარიზსუწოდებენ, სადაც ბაიერები და ჟურნალისტები ახალ შთაგონებასა და საინტერესო ადამიანებს პოულობენ.”

სამოსი, რომელიც საქართველოში იქმნება, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მოდის ინდუსტრიის განვითარებას სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს. სააგენტოაწარმოე საქართველოშითბილისში გამართული მოდის კვირეულების მუდმივი პარტნიორია. სპეციალური სამსახური შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობაზე ორი მიმართულებით მუშაობსცოდნის გაზიარება და ექსპორტის ხელშეწყობა. “საქართველოს არაერთი ნიჭიერი და შედეგებზე ორიენტირებული ახალგაზრდა დიზაინერი ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ ნდობა მოიპოვონ მსოფლიო მოდის ბაზარზე პროდუქციის ხარისხიანად და დროულად მიწოდების თვალსაზრისით” – ამბობს თორნიკე ზირაქიშვილი, “აწარმოე საქართველოსაღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და დასძენს, რომ სფეროს ინკლუზიური განვითარებისთვის კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგამი.

მოდის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ძირითადად მიმართულებებით: წარმოება და ტურიზმი. მოდის ტურიზმი არის ნიშ ბაზრის სეგმენტი, სადაც მარკეტინგული ორგანიზაციების, სავაჭრო ასოციაციების, ტურისტული პროდუქტის მომწოდებლებისა და მასპინძლების სწორი ჩართულობით, ის ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ და კონკრეტულ ადგილს საქმიანი ან დასასვენებელი მიზნებით სტუმრობენ, იღებენ ფასდაუდებელ გამოცდილებას, აღმოაჩენენ ახალ შეგრძნებებს, შოპინგობენ, ამყარებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან. წელიწადში ორჯერ, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ეგიდით, თბილისში უამრავი ადამიანი სწორედ ამ მიზნით იკრიბება, რომ ნახონ დიზაინერების, ფოტოგრაფების, სტილისტების შოუები და მათი ახალი ნამუშევრები.

ლოგიკურია, რომ საქართველო, ტურიზმის განვითარების სტრატეგიულ გზაზე, განსაკუთრებულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოდის ინდუსტრიის განვითარებას. ეს არის უპირობოდ ის სფერო, სადაც კერძო და საჯარო სექტორი ერთმანეთს აძლიერებენ. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს კვირეულებს ბოლო 4 წელია სტუმრობენ ცნობილი შემსყიდველები მსოფლიოს სხვასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, კოსტანცა ლომბარდი (Browns Fashion Buyers, London/ UK), ლიბი ფეიჯ (Net-a-Porter Buyer, London/ UK), ორელი პოლე (Galeries Lafayette Buyer, Paris / Framce), ეკატერინა გლაზუნოვა ( Tom Greyhound, Buyer, Paris / France) ნანა სუზუკი (fashion sales agency and consultancy firm / London, UK) და სხვები.

სოფო ჭყონია

Mastercard-ის და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოდის ინდუსტრიას ქვეყნის ტურიზმის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და საქართველოში გამართული მოდის კვირეულები არის საინტერესო ადამიანების შეხვედრის ადგილი. “მოდის ტურიზმი არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, სადაც მარკეტინგული ორგანიზაციები, სავაჭრო ასოციაციები, ტურისტული პროდუქტების შემქმნელები და მეორეს მხრივ, მასპინძლები და მოგზაურები იღებენ ღირებულ გამოცდილებას, აღმოაჩენენ საინტერესო შესაძლებლობს და ამყარებენ კავშირებს. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ზრდის ქვეყნის ცნობადობას მის ფარგლებს გარეთ, რაც საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია” – ამბობს ანანო კეკელია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

სწრაფი, დაცული და მარტივი ციფრული გადახდები არის ახალი შესაძლებლობა ყველასთვისმოდის ინდუსტრიისთვის, დიზაინერებისთვისა და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის. სწორედ ამიტომ კოლაბორაცია Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სა და Mastercard-ს შორის არის მნიშვნელოვანი და ღირებული და გვჯერა, რომ საინტერესო თანამშრომლობის პირველივე შედეგებს მალე ვნახავთ.

მსოფლიოში, მოსახლეობის 80%-ზე მეტს სჯერა, რომ ბრენდებს აქვთ ძალაუფლება და მათ შეუძლიათ ცვლილებების და განვითარების მოტანა. სწორედ ეს არის ის, რაც დღეს ქართული მოდის ინდუსტრიას სჭირდებაქართული მოდის ნაწარმზე მეტი ხელმისაწვდომობა გლობალური მასშტაბით. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi უკვე წლებია აქტიურად მუშაობს, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.