მაიკროსოფტი ჩინეთში სოციალურ ქსელ LinkedIn-ს ზღუდავს ჩინეთში და აცხადებს, რომ ჩინეთის სახელმწიფოსთან კომპანიის ურთიერთობა დღითიდღე რთულდებოდა.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როცა ლინკდინის ქსელის თანამშრომლები რამდენიმე ჟურნალისტის ექაუნთის დაბლოკვის მოთხოვნას წააწყდა. LinkedIn გეგმავს, რომ ამ წლის ბოლოს საიტის განსხვავებული ვერსია შექმნას სახელწოდებით InJobs, რომელიც არ მოიცავს კლასიკურ ნიუსფიდსა და სტატიების გაზიარების ან განთავსების შესაძლებლობას.
”ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვნად რთული და გამოწვევებით სავსე გარემოს წინაშე, რათა დავაკმაყოფილოთ ჩინეთის მოთხოვნილებები” – განაცხადა LinkedIn–ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰაკ შროფიმ.