ასტრონომებმა  მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავის ორბიტაზე პლანეტათა სისტემა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა, 3 თვიანი დაკვირვების შემდეგ, ორი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომლებიც დედამიწიდან 11 სინათლის წელიწადით დაშორებული ვარსკვლავის გარშემო მოძრაობენ. პლანეტები მზის სისტემის მიღმა მდებარეობს, სწორედ ამიტომ, მათ ეგზოპლანეტების სახელით მოიხსენიებენ.  ეს მანძილი კოსმოსისთვის იმდენად მცირეა, რომ მისი დაფიქსირება ახალი თაობის ტელესკოპითაც გახდა შესაძლებელი. დისტანციის სიმცირე მეცნიერებს ახლადაღმოჩენილი პლანეტების სიღრმისეული შესწავლის საშუალებასაც მისცემს.

R. Hurt/IPAO

აღმოჩენილი პლანეტები მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე  ვარსკვლავის, სახელად Gliese 887-ის ორბიტაზე მოძრაობენ, აღნიშნული ვარსკვლავის წონა მზის მასის ნახევარია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მზის სიცოცხლის ხანგრძლივობას აღემატება.  

Gliese 887 წითელი, მუქი, ჯუჯა ვარსკვლავია და მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. კვლევაში მონაწილე ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა მის აღმოსაჩენად უახლოესი ვარსკვლავების ძიებაზე ორიენტირებული ევროპის სამხრეთის ობსერვატორია და მისი ტელესკოპი გამოიყენა. ხელსაწყო იმდენად მგრძნობიარეა, რომ მას შეუძლია ყოველწამიერად ტრილიონი მილის დაშორებით, მზის ძალიან ნელი მოძრაობაც კი დააფიქსიროს.

მეცნიერთა თქმით, ახალი აღმოჩენა არის მტკიცებულება იმისა, რომ ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო პლანეტები არსებობენ. ,,ჩვენი ოცნება, რომ ყველა ვარსკვლავს თავისი პლანეტა ჰქონდეს,  რეალობა ხდება“ – განაცხადა სარა სეიგერმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასტრონომებმა 4000-მდე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ახლა მეცნიერები იმის დადგენას ცდილობენ, აქვთ თუ არა აღნიშნულ პლანეტებს ატმოსფერო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასტრონომები 2 ახალ პლანეტასთან ერთად, ორბიტაზე მესამე პლანეტის არსებობასაც ვარაუდობენ.

4 Comments
  1. A recent report has shown that androgen deprivation therapy, used in prostate cancer in this study, may also improve the response to checkpoint blockade, as AR signaling in T cells inhibits expression of IFNОі, necessary for tumor immunity 138 generic cialis for sale A therapist can also offer practical tips for enhancing desire and sexual enjoyment in the bedroom

Leave a Reply

Your email address will not be published.