პარიზში კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ხალხის რჩეულად დასახელდა. ქართული პროექტი ასევე მოხვდა სამიტის 27 გამარჯვებულ პროექტში და დაჯილდოვდა წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტის ნომინაციაში. ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოზე 34 ქვეყნიდან 150-მდე განაცხადი იყო წარდგენილი.

კულტურული მემკვიდრეობის სამიტს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ესწრებოდნენ მუცოს რეაბილიტაციის პროექტის ჯგუფის წევრები.

ფოტო: Zourabichvili_S