Netflix ჰოლივუდში დასაქმებულთა დასახმარებლად ფონდს ქმნის

ვიდეო-სტრიმინგის გიგანტმა Netflix Inc ჰოლივუდში დასაქმებულთა მხარდასაჭერად ასმილიონიანი ფონდი შექმნა, რათა კორონავირუსის გავრცელების პირობებში კინო და ტელეინდუსტრიაში მომუშავე ათასობით ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

Netflix აპირებს, რომ 85 მილიონი დოლარი დახარჯოს მისთვის მომუშავე პერსონალის მხარდასაჭერად, დამატებითი 15 მილიონი დოლარით კი კომპანია Motion Picture-ისა და ამერიკელ მსახიობთა გაერთიანებას დაეხმარება.

ამჟამად ჰოლივუდის სტუდიებში სამუშაო პროცესი კორონავირუსის გამო შეჩერებულია, რის გამოც ათასობით ადამიანი სამსახურებს კარგავს. ფონდი სწორედ მათთვის ხელშეწყობას ემსახურება.

Netflix-მა გასულ წელს 15 მილიარდი დოლარი დახარჯა სხვადასხვა პროდუქტის შექმნაზე და 2020 წლისთვის ამ რიცხვის გაზრდას გეგმავდა. ამ ეტაპზე კომპანიის ახალ პროგრამებზე, მათ შორის სერიალების „Stranger Things”-ისა და „The Witcher”-ის ახალ სეზონებზე, მუშაობა დროებით შეჩერებულია.