ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას სარა ვილიამსონი უხელმძღვანელებს

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტად სარა ვილიამსონი აირჩიეს. ის აღნიშნულ პოსტზე მაიკლ ქაუგილს ჩაანაცვლებს. ცნობისთვის, ვილიამსონი პალატის პრეზიდენტის პოზიციაზე ადრეც მუშაობდა. სარა ვილიამსონი UGT ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

Image Credits to Investor.ge/AMCHAM

ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე არჩეულ იქნა დირექტორთა საბჭოს წევრებიც. AMCHAM-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ირაკლი ბაიდაშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე მაიკლ ქაუგილი აირჩიეს.

No Comments Yet

Comments are closed