„ქალები მომავლისთვის“ ქსკ ლანჩხუთს სპორტული ინვენტარით აღჭურავს

ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ქალთა საფეხბურთო ნაკრებს „ლანჩხუთი“ ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით აღჭურვავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერაციამ TV პირველის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ მიიღო. სატელევიზიო სიუჟეტში ქალთა საფეხბურთო ნაკრების წევრებმა ვარჯიშისთვის შეუსაბამო პირობებსა და სპორტული ეკიპირებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის სიმწირეზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ რუმინული კლუბის „ოლიმპია“ დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონი „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

No Comments Yet

Comments are closed