ამერიკის სახაზინო მდივნის პოზიცია, შესაძლოა, პირველად დაიკავოს ქალმა

აშშ-ს მედიის უწყებით, ჯო ბაიდენმა სახაზინო დეპარტამენტის ლიდერობის კანდიდატად ჯანეტ იელენი დაასახელა. თუ სენატი მის კანდიდატურას დაეთანხმა, იელენი პირველი ქალი გახდება, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს.

Image via Getty Images

74 წლის ეკონომისტი ჯანეტ იელენი ადრე მსახურობდა ამერიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად და ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის  მთავარ ეკონომიკურ მრჩევლად. სწორედ მის დამსახურებად მიიჩნევენ 2007 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

2014 წელს იელენი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბენ ბერნანკეს ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარედ დანიშნა. ამ პოზიციაზე იელენმა 2014-დან 2018 წლამდე იმსახურა, თუმცა მომდევნო პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მისი ვადა არ გაუხანგრძლივებია.

2018 წელს ბანკის დატოვების შემდეგ ჯანეტ იელენი საჯაროდ საუბრობდა კლიმატის ცვლილებებსა და ვაშინგტონის ვალდებულებაზე, მეტი გააკეთოს, რათა აშშ-ს ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გავლენისგან დაიცვას. ბაიდენის ოფისში მუშაობის შემთხვევაში, იელენის მთავარი საზრუნავი სწორედ ამერიკის ეკონიმიკური სისტემის დაცვა იქნება კოვიდ-19-სგან.

No Comments Yet

Comments are closed