Forbes 2020 წლის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების სიას აქვეყნებს

Forbes 2020 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების სიას აქვეყნებს. აღნიშნული სია 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე ცნობილი ადამიანების გადასახადებით დაბეგვრის გარეშე შედგენილი შემოსავლებით განისაზღვრება. ჟურნალი Forbes ცნობილი ადამიანების შემოსავლებს MRC Data, IMDbPro, NPD BookScan კომპანიების წარმომადგენლებთან ინტერვიუების საშუალებით ადგენს.

Photo Credits to Rusty Kennedy/AP

მაიკლ ჯექსონი – $48 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 25 ივნისი, 2009

პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი კვლავ მეფობს. ის სიაში $48 მილიონი დოლარით პირველ ადგილს იკავებს. მაიკლ ჯექსონი გარდაცვალების შემდეგ შემოსავლების მიხედვით მუდმივად პირველად ადგილზეა.

Dr. Seuss – $33 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 24 სექტემბერი, 1991

მეორე ადგილს თეოდორ სეუსი, ყველასთვის Dr. Seuss-ის სახელით ცნობილი ამერიკელი ავტორი იკავებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს Dr. Seuss-ის შემოსავლები სატელევიზიო და კინემატოგრაფიული გარიგების შედეგად გაორმაგდა და მან $33 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ჩარლზ შულცი – $32.5 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 12 თებერვალი, 2000

ჩარლზ შულცი $32.5 მილიონი დოლარით სიის მესამე ადგილს იკავებს. შემოსავლების ნაწილი მოდის Apple TV Plus-ზე, რომელმაც ახალი სერიები Snoopy in Space საკუთარ პლატფორმაზე დაამატა.

არნოლდ პალმერი – $25 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 25 სექტემბერი, 2016

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემია გოლფსაც შეეხო, თუმცა არნოლდ პალმერის ბრენდის ნაწარმი მთელს აზიაში წარმატებით იყიდება, რაც მას სიის მეოთხე ადგილს აკავებინებს.

ლვის პრესლი – $23 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 16 აგვისტო, 1997

კომპანია Netflix-მა დიდი თანხა გამოიმუშავა სერიებში ელვის პრესლის გამოჩენით. ყოველწლიურად ელვის პრესლის სახლი-მუზეუმი, $10 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს, თუმცა პანდემიის გამო სახლი-მუზეუმი დაკეტილი იყო, რამაც შემოსავლებზეც იქონია გავლენა. 2019 წელს მომღერალი მეორე ადგილს იკავებდა.

კობი ბრაიანტი – $20 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 26 იანვარი, 2020

კობი ბრაიანტის გარდაცვალების შემდეგ კომპანია Nike–მა მისი ნივთები გაყიდა. ასევე 300,000 ავტობიოგრაფიული ეგზემპლარი გაიყიდა მსოფლიო მასშტაბით. ცნობილი კალათბურთელი ლეგენდარულ სიას მეექვსე ადგილით შეუერთდა.

 Juice WRLD – $15 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 8 დეკემბერი, 2019

რეპერ ჯერად ჰიგისნის გარდაცვალების შემდეგ მისი მუსიკალური ალბომების გაყიდვებმა საგრძნობლად მოიმატა. Juice WRLD-ის მესამე ალბომი Legends Never Die გამოქვეყნების შემდეგ პოპულარული ჩარტების სათავეში მოექცა.

ბობ მარლი – $14 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 11 მაისი, 1981

ბობ მარლის ალბომების გაყიდვებმა 2020 წელს მილიონობით გაზარდა მისი შემოსავლები. მნიშვნელოვანი იყო ბობ მარლის გამოსახულების მაისურების, ყურსასმენების გაყიდვების წილი შემოსავლებში, რომელმაც $3 მილიონზე მეტი შეადგინა.

ჯონ ლენონი – $13 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 8 დეკემბერი, 1980

ჯონ ლენონის მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ, მისი მუსიკები პოპულარობას არ კარგავენ. ჯონ ლენონის მელოდიებს უამრავი ტელევიზია თუ კომპანია იყენებს.

პრინცი – $10 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 21 აპრილი, 2016

პრინს როჯერ ნელსონი მსოფლიო მასშტაბით კვლავ პოპულარულია. 2020 წელს მისი ალბომის The Purple One თითქმის 700,000 ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-ში.

ფრედი მერკური – $9 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 24 ნოემბერი, 1991

2018 წლის ფილმის Bohemian Rhapsody-ის წყალობით ბრიტანელი მუსიკოსი კვლავ დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა. აღნიშნულმა Queen-ის მუსიკალური ალბომების გაყიდვების ზრდაც გამოიწვია.

ჯორჯ ჰარისონი – $8.5 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 29 ნოემბერი, 2001

The Beatles-ის წამყვანი გიტარისტის შემოსავლები ყველაზე ხშირად შესრულებულ სიმღერას Something-ს ეფუძნება. 2020 წელს ჯორჯ ჰარისონი $8.5 მილიონი დოლარით სიის ბოლოს წინა ადგილზეა.

მერილინ მონრო – $8 მილიონი დოლარი

გარდაცვალების თარიღი: 5 აგვისტო, 1962

მიუხედავად იმისა, რომ მერილინ მონრო სიის ბოლო ადგილს იკავებს, აღსანიშნავია, რომ ის არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ Forbes-ის ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების სიაში. ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დღემდე 100-მდე ცნობილი ბრენდის სახეა, რომელთა შორისაცაა: Dolce & Gabbana, Zales და Lego Group.

No Comments Yet

Comments are closed