Forbes აშშ-ის 2020 წლის უდიდესი კერძო კომპანიების სიას აქვეყნებს

ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა, Forbes-მა, 2020 წლის უდიდესი კომპანიების სია გამოაქვეყნა. პირველად, 13 წლის შემდეგ უდიდესი კერძო კომპანიების სათავეში ადგილი კვლავ  Koch Industries-მა დაიკავა. მან სულ მცირედით გადაასწრო აგრობიზნესის გიგანტ კომპანია Cargill-ს, რომელმაც 2020 წლის განმავლობაში მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

სიაში მესამე ადგილს სუპერმარკეტების ქსელი Albertsons იკავებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო მთელ რიგ გამოწვევებს გაუმკლავდა. სიის ათეულში, კერძოდ, მეცხრე ადგილას ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ კიდევ ერთი სუპერმარკეტების ქსელი. H-E-B ამ სიაში 1985 წლიდან არის და მას 340-მდე მაღაზია აქვს ტექსასსა და მეხიკოში.

საინტერესოა, რომ წინა წლის სიაში მყოფი ბუნებრივი რესურსების მომპოვებელი კომპანიები, 2020 წლის სიაში აღარ გვხდებიან. Oxbow და Drummond ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიები არიან, რომლებიც ქვანახშირზე შემცირებული მოთხოვნის გამო წელს სიაში აღარ გვხდებიან.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიაში მოხვედრილი წლევანდელი კომპანიების ნაწილს ექსპერტები მომავალ წელს სიის გარეთ დარჩენას უწინასწარმეტყველებენ, რაც პანდემიით შექმნილი გლობალური კრიზისის დამსახურებაა.

No Comments Yet

Comments are closed