ჯო ბაიდენი პრესსამსახურის გუნდის წევრებად მხოლოდ ქალებს ასახელებს

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი ფიგურები პრესსამსახურის წამყვან პოზიციებზე წარადგინა. ობამას ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ყოფილი სპიკერი, ჯენ პსაკი, მან თეთრი სახლის პრესმდივნად დაასახელა. ხოლო კამპანიის სპიკერი, კეიტ ბედინგფილდი კი პრესსამსახურის გუნდს უხელმძღვანელებს.

Photo Credits to Charlie Neibergall/AP

გარდა ამისა, ბაიდენ-ჰარისის კამპანიის მთავარი მრჩეველი, საიმონ სანდერსი არჩეული ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის, მთავარი სპიკერი იქნება. რაც შეეხება ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მის ყოფილ პრესმდივანს, ელისაბედ ალექსანდერს, ის მომავალი პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის, კომუნიკაციების დირექტორი გახდება.

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, განცხადებით, მას ეამაყება, რომ პრესსამსახურის გუნდის ყოველი წევრი ისტორიაში პირველად ქალია. მან აღნიშნა, რომ კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი სრულიად განსხვავებულ პერსპექტივებს შეჰმატებს პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

No Comments Yet

Comments are closed