პირველად მუსიკალურ ინდუსტრიაში BTS-ის სამმა სიმღერამ ბილბორდის ახალი ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა

   

მუსიკალური ჯგუფის ახალმა ალბომმა – BE გამოჩენისთანავე ძირითად ჩარტებში პირველ ადგილი ან სხვა მაღალი პოზიციები დაიკავა. ამასთანავე, ალბომიდან რამდენიმე სიმღერა მთელ მსოფლიოში გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს. BTS მნიშვნელოვან გლობალურ რეიტინგებში წარმატებით ლიდერობს, შედეგად – ჯგუფმა ახალი რეკორდი დაამყარა.   

ამ კვირაში BTS-ის ახალი სიმღერის “Life Goes On”–ის დებიუტი შედგა. სიმღერა Billboard Global 200–ის სათავეში მოექცა. ახალი რეიტინგი გაყიდვების რაოდენობისა და მოსმენის სიხშირის მიხედვით შეადგინა ჩარტების კომპანიამ. უკანასკნელი სინგლი ახალი ალბომიდან უკვე მესამე სიმღერაა, რომელიც Billboard Global 200–ის  ჩემპიონი ხდება. BTS-ის პირველი სიმღერა, რომელიც ლიდერთა სათავეში მოექცა,  ,,Dynamite” არის, მეორე – “Savage Love (Laxed – Siren Beat)”.  მსგავსი შედეგი არ ჰქონია არცერთ სხვა სოლო მუსიკოსს ან მუსიკალურ ბენდს.

ცხადია, შეიძლება BTS-ის შედეგი სხვა რომელიმე არტისტმა გაიმეოროს, მაგრამ, დღევანდელი მონაცემებით, ამას დრო დასჭირდება.  The Billboard Global 200 მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც არსებობს, ამიტომ, ბუნებრივია, რომ „პირველი ადგილის ტრიოს“ მოპოვება მხოლოდ ერთმა მუსიკალურმა ჯგუფმა შეძლო.