ჩინეთი მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ამინდის კონტროლის შესაძლებლობა გააფართოოს

ჩინეთის მართველ პარტიას ამინდის მოდიფიცირების სურვილი უკვე დიდი ხანი რაც აქვს.  მათი მიზანია 2025 წლისთვის თოვლისა და წვიმის კონტროლი 2.1 მილიონ კვადრატულ მილზე შეძლონ.

ჩინეთი სხვა ბევრ სახელმწიფოსთან ერთად  უკვე იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც აწარმოებს წვიმასა და თოვლს, ამცირებს სეტყვას; მეტიც, წმენდს ცას ღრუბლებისგან, რათა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ძლიერი წვიმისგან დაიცვას. მმართველ პარტიას ახლა კიდევ უფრო დიდი გამოწვევები აქვს ამინდის ინჟინრებისთვის, მათ სურთ მომავალ ხუთ წელში აღნიშნულმა პროგრამამ ქვეყნის ნახევარი დაიფაროს.  

ჩინეთის მთავრობის განმარტებით, ამინდის მოდიფიკაციის ტექნიკის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია სასოფლო რეგიონების გაჯანსაღებისთვის, კერძოდ, ეკოსისტემის აღდგენისა და ბუნებრივი კატასტროფების გავლენის შემცირებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ ჩინეთში ხშირია გვალვა და წყალდიდობა. ღრუბლების მართვის ტექნოლოგიით შესაძლებელი იქნება წვიმის ზრდა მშრალ ადგილებში, რათა მცენარეებმა საჭირო წყალი მიიღონ. ამასთანავე, მოსავლის დასაცავად ამინდის მართვით  ძლიერი სეტყვის თავიდან არიდებაც შესაძლებელია. 

მართალია, ტექნოლოგიის მთავარი მიზანი ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგების აღდგენაა, მაგრამ ის ასევე წვიმისგან დაიცავს მნიშვნელოვან ღონისძიებებს. რისი ყველაზე ცნობილი მაგალითი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაა: კარგი ამინდის შესანარჩუნებლად სტადიონის თავზე სპეციალური რაკეტებით ღრუბლები გაფანტეს. 

განხილვის საგანია, ბუნებაზე რა გავლენას ახდენს ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ამინდის შესაცვლელად იყენებენ. ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, გამოყენებული ნივთიერებები მომწამვლელია თევზებისთვის.

მთავრობის განმარტებით, ჩინეთი გააგრძელებს ამინდის ხელოვნურად ცვლილების კვლევას  ყვითელი და იანძის მდინარეების დაცულ ზონებსა და ტიბეტის ტერიტორიაზე