ქართულ-შვედური ნამუშევარი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ The Guardian- ის 2020 წლის საუკეთესო 50 ფილმს შორის დასახელდა

დიდ ბრიტანეთში ქართულ-შვედური ნამუშევარი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ The Guardian- ის 2020 წლის საუკეთესო 50 ფილმს შორის დასახელდა. „რომანი ორ მამაკაც შემსრულებელზე, რომლებიც საიდუმლო ურთიერთობას ტრადიციული ქართული ცეკვის ულტრა-კონსერვატიულ სამყაროში იწყებენ ” – ვკითხულობთ  The Guardian-ში. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ აღნიშნულ სიაში 26-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კინემატოგრაფისტ ლევან აკინის სასიყვარულო დრამამ კინოკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ფილმს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული: შვედურ-ქართული ფილმი არჩეულ იქნა 2019 წლის საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის კონკურსზე შვედეთში, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ Guldbagge Awards -ის გამარჯვებულიც გახდა.

The Guardian. Levan Gelbakhiani and Bachi Valishvili in And Then We Danced

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის და საქართველოს საერთო ნამუშევარია, გადაღებები საქართველოში (თბილისი) მიმდინარეობდა და მსახიობებიც ქართველები არიან.

ფილმი მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა. მერაბი ბავშვობიდანვე ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლში დადიოდა. მერაბის ცხოვრება მოულოდნელად თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული ირაკლი  მის ცხოვრებაში გამოჩნდება.