ISET PI: რა უჯდებათ საახალწლო სუფრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტმა ტრადიციულად გამოთვალა საახალწლო სუფრის ინდექსი – კერძოდ, რა უჯდებათ სტანდარტული სადღესასწაულო სუფრა 5-6 სულიან ოჯახებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მიმდინარე წლისთვის სტანდარტული სადღესასწაულო სუფრის გასაშლელად ოჯახებს საშუალოდ 168.2 ლარი სჭირდებათ. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იდენტურ მაჩვენებელს 4.2%-ით აღემატება.

აღნიშნული ხარჯები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება

ფოტო: ISET Policy Institute

ISET PI ითვლის ისეთი ტრადიციული კერძების ფასებს, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, შემწვარი ქათამი, სალათი ოლივიე, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათა, ხოლო დესერტად ხილი და გოზინაყი.

კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, სურსათის ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2020 წლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი ასახავს წინა წლის საბაზისო ფასებისმ აღალ დონეს და შეიძლება კავშირში იყოს მთლიანი მოთხოვნის შემცირებასთანაც, რაც COVID-19-ის პანდემიას მოჰყვა. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ჰორეკას (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორიდან შემცირებული მოთხოვნა და მომხმარებელთა შემცირებული შემოსავლები შეიძლება იყოს მოსალოდნელზე დაბალი სურსათის ფასების ინფლაციის მიზეზი.