ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც, ბუნებრივია, სურს, ჩამოაყალიბოს ახალი კაბინეტი. უკვე ცნობილია, რომ სენატმა მხარი დაუჭირა ჯო ბაიდენის მიერ არჩეულ ნაციონალური სადაზვერვო ორგანოს ხელმძღვანელს.
ავრილ ჰეინსი პირველი ქალია, რომელიც ნაციონალური სადაზვერვო ორგანოს დირექტორი გახდა. ის ასევე ჯო ბაიდენის კაბინეტის პირველი წევრია. მისი ვალდებულებაა, 17 სხვადასხვა ორგანიზაციას უხელმძღვანელოს და მათი მუშაობა გააკონტროლოს. მის დაქვემდებარებაში იქნება ასი ათასობით თანამშრომელი.
ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა სენატის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ჰეინსი თავისი საქმის პროფესიონალია და ამერიკელებს შეუძლიათ, ჰქონდეთ მისი იმედი. ქალბატონმა ჰეინსმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია ამ პოზიციაზე მუშაობა და ეცდება, დაკისრებული ვალდებულება სამაგალითოდ შეასრულოს.
აღსანიშნავია, რომ ჰეინსი არ არის დამწყები ამ სფეროში და მისი გამოცდილება შთამბეჭდავია. ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პირველი ქალი მოადგილე იყო ობამას ადმინისტრაციის დროს. ის იკავებდა ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრის მრჩევლის პოზიციასაც. ის ფლობს ხარისხს ჩიკაგოს და ჯორჯთაუნის სამართლის უნივერსიტეტისგან და დღეს კოლუმბიის სამართლის სკოლის ლექტორია.