ლეონარდო და ვინჩის „სამყაროს მხსნელის“ ასლი იპოვეს

იტალიის პოლიციამ „სამყაროს მხსნელის“ დაკარგულ ასლს სან-დომენიკო მაგიორეს მუზეუმიდან რამდენიმე მილით დაშორებულ ბინაში მიაგნო. ნახატი გასულ წელს ნეაპოლის ბაზილიკის მუზეუმიდან მოიპარეს. პოლიციის განცხადებით, ადამიანი, რომელსაც ნახატი ჰქონდა მითვისებული, დაკავებულია მოპარული საქონლის მიღების ბრალდებით.

ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi-ის ასლი 500 წლის წინ რენესანსის ოსტატის მოსწავლემ შექმნა. ნახატზე გამოსახულია იესო ქრისტე. მას ერთი ხელი კურთხევისთვის აქვს აწვდენილი, მეორე ხელში კი ბროლის სფერო უპყრია. 2017 წელს ნახატი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა – ის ანონიმურმა პრეტენდენტმა 450.3 მილიონ დოლარად შეიძინა. პრეტენდენტის ვინაობა მოგვიანებით დაუკავშირეს არაბეთის მეფისნაცვალ მუჰამედ ბინ სალმანს. ნახატი მალევე გაუჩინარდა.

ხელოვნებათმცოდნეები რეკორდულ გაყიდვამდეც კი ვერ თანხმდებოდნენ ნახატის ავტორის რეალურ ვინაობაზე. Salvator Mundi-ის ორჯერ საზოგადოების თვალისათვის აცილებამ მის მიმართ აღძრული იდუმალება გაზარდა – ნახატი არ გაიტანეს ლუვრის ბლოკბასტერ და ვინჩის გამოფენაზე 2019 წელს. ასევე, აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადადო ნახატის გამოფენა ლუვრ აბუ-დაბიში 2018 წელს.

ასლი დაბრუნდა რომში გამოფენისათვის „ლეონარდო რომში: გავლენა და მემკვიდრეობა“, სადაც მას რესტავრაცია ჩაუტარდა.