Adobe-ის AI ინსტრუმენტები საცალო გაყიდვების სექტორისთვის

აშშ-ის ეროვნული საცალო გაყიდვების ფედერაციის ყოველწლიურ გამოფენაზე ტექნოლოგიურმა გიგანტმა Adobe-მ წარადგინა ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ინსტრუმენტები, რომელსაც საცალო ვაჭრობის სფეროს შესთავაზებს.

Image Credits to GETTY

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი ინსტრუმენტები საშუალებას მისცემს მოხმარებელს რითეილერების ვებგვერდი დაათვალიერონ,  შეარჩიონ პროდუქცია და გამოიწერონ ისინი მობილური ტელეფონით. როგორც ჯონ ბეითსი, Adobe Analytics-ის პროდუქტების დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, მათ მიერ შემუშავებული სერვისი ახალ შესაძლებლობებს ქმნის საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვის. AI Tool ზომავს და აანალიზებს მომხმარებლის მიტოვებული კალათის, მოლოდინის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდის ან მყიდველის ნავიგაციის პრობლემებს და შესაბამის ანალიტიკურ მონაცემებს წარუდგენს კომპანიას.

Adobe-ს მიზანია, Customer Journey Analytics-ის ახალმა შესაძლებლობებმა უფრო კომფორტული გახადოს ონლაინ საცალო ვაჭრობა მობილურით. მათივე მონაცემებით, შობის დღეებში პირველად გადააჭარბა მობილური ტელეფონით გამოწერილი ნივთების რაოდენობამ დესკტოპიდან გამოწერილს.

Microsoft, Oracle და SAS ასევე გეგმავენ უფრო მოქნილი და კომპანიების საჭიროებებზე მორგებული აპლიკაციები შესთავაზონ რითეილ კომპანიებს.