ქალი კინემატოგრაფის ტრიუმფი London Film Critics’ Circle დაჯილდოებაზე

7 თებერვალს, ლონდონის კრიტიკოსთა წრის ფილმების 41-ე დაჯილდოებაზე “Nomadland”-მა სამი ჯილდო მიიღო.

Photo Credits to Joshua Richardson via Searchlight Pictures

ამერიკულ დრამას, რომლის რეჟისორი ქლოი ჩჟაოა, მიენიჭა საუკეთესო ფილმის წოდება. ხოლო თავად ჩჟაო კი წლის სცენარისტად და რეჟისორად დასახელდა. ფრენსის მაკდრომანდიმ, ფილმის მთავარმა მსახიობმა, წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო დაიმსახურა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფილმმა მოიგო ოქროს ლომი საუკეთესო ფილმის წოდებისთვის, ვენეციის კინოფესტივალზე, 2020 წლის სექტემბერში.

ფილმი ჯესიკა ბრუდერის წიგნის „Nomadland: Surviving America in the Twenty-First Century“ მიხედვით არის გადაღებული, სადაც მთავარი გმირი, ფერნი, ტოვებს თავის პატარა ქალაქს სამუშაოს საძებნად და ცხოვრებას ამერიკის დასავლეთში აგრძელებს, როგორც თანამედროვე მომთაბარე.

პანდემიის გამო ღონისძიება ონლაინ ჩატარდა, Critics’ Circle-ის YouTube არხზე. დაჯილდოების ცერემონია საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისა და ფილმის კრიტიკოსების მიერ იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ონლაინ სამყაროს გარეთ დაგეგმილია წლის ბოლოს, სადაც ნომინანტები, გამარჯვებულები და კომისიის წევრი ერთად შეიკრიბებიან ამ გამარჯვების აღსანიშნავად.