ყირგიზეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ყირგიზეთის პრეზიდენტი, სორონბაი ჟეენბეკოვი, საპროტესტო აქციების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა. ჟეენბეკოვის განცხადებით, ერის სიმშვიდესა და საზოგადოების ერთიანობაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერია.

Photo via President.kg

„მე არ ვებღაუჭები ძალაუფლებას. არ მინდა ყირგიზეთის ისტორიაში შევიდე როგორც პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს ესროლა და მათი სისხლი დაღვარა“, – აღნიშნა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ამასთანავე, ჟეენბეკოვმა პრემიერ-მინისტრსა და სხვა პოლიტიკოსებს თავისი მომხრეების დედაქალაქ ბიშკეკშიდან გაყვანისკენ მოუწოდა, რათა ქალაქში კვლავ მშვიდობამ დაისადგუროს.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები ყირგიზეთში 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა. 6 ოქტომბერს, ყირგიზეთის საარჩევნო კომისიამ დემონსტრანტების მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა, პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ შენარჩუნდა და მოქალაქეებმა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა წამოაყენეს.

 

 

 

 

No Comments Yet

Comments are closed