CBO: აშშ-ს შრომის ბაზარი პანდემიამდელ მდგომარეობას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება

აშშ-ის მთავრობის პროგნოზით, ვაქცინების გავრცელებისა და 2020 წელს მიღებული ეკონომიკის მხარდამჭერი პაკეტის წყალობით, აშშ-ს ეკონომიკური ზრდა მალევე აღდგება და შრომის ბაზარი მოსალოდნელზე სწრაფად დაუბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას.

Photo credit to: NBC News

კონგრესის საბიუჯეტო ოფისის (CBO) განცხადებით, 2021 წლის შუა რიცხვებში მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის დაბრუნება პანდემიამდელ ნიშნულზე, შრომის ბაზარზე იგივე შედეგის მიღწევა 2022 წლამდე ვერ მოხერხდება.

CBO–მ განაცხადა, რომ ეს პროგნოზები არ ითვალისწინებს რაიმე ახალ სტიმულს, მათ შორის არც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის $1,9 ტრილიონი დოლარის მოცულობის სტიმულირების გეგმას. CBO ვარაუდობს, რომ აშშ-ში 2021 წელს რეალური მშპ 3,7 პროცენტით გაიზრდება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი – საშუალოდ, 2,6 პროცენტით. ამავე წელს უმუშევრობის დონის 5,3 პროცეტამდე დაცემა, ხოლო 2024-2025 წლებში 4 პროცენტამდე შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, 2023 წლის შემდეგ ინფლაცია 2 პროცენტამდე გაიზრდება.

ეს პროგნოზები უფრო პოზიტიურია, ვიდრე საბიუჯეტო ოფისის  2020 წლის ზაფხულის წინასწარი პროგნოზი, როდესაც CBO-მ განაცხადა, რომ კორონავირუსი დაახლოებით 7,9 ტრილიონი აშშ დოლარით შეამცირებდა ეკონომიკურ საქმიანობას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.  

CBO-მ განმარტა, რომ მისი შეფასების რადიკალური ცვლილება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. პირველ რიგში, კრიზისი არ იყო ისეთი მწვავე, როგორსაც მოელოდნენ, რადგან გამოჯანმრთელების პირველმა ეტაპმა სწრაფად ჩაიარა. ამასთანავე, ბიზნესებმა ეფექტურად შეძლეს მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებთან ადაპტირება.

CBO–ს პროგნოზის პარალელურად, კორონავირუსი ბევრ ქვეყანას უბიძგებს ბიზნესების დახურვისა და სხვა რადიკალური ზომების მიღებისკენ. ეკონომისტების თქმით, 2020 წელს ეკონომიკამ ხანმოკლე, მაგრამ მკვეთრი რეცესია განიცადა, რადგან აპრილში უმუშევრობის დონემ 14,8 პროცენტი, ხოლო მეორე კვარტალში 31,4 პროცენტი შეადგინა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემებით, COVID-19-მა 440,000-ზე მეტი ამერიკელი იმსხვერპლა.

მას შემდეგ ეკონომიკამ გრძელი გზა განვლო, თუმცა სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა და ფედერალური სარეზერვო დეპარტამენტის თავმჯდომარემ – ჯერომ პაუელმა განაცხადეს, რომ კონგრესს შეიძლება დასჭირდეს დამატებითი ზომების მიღება ოჯახებისა და ბიზნესის დასახმარებლად, სანამ COVID-19-ის ვაქცინა უფრო ხელმისაწვდომი გახდება.