Facebook ბრიტანულ სასამართლოზე მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაუცველობის გამო მესამედ წარსდგება

Facebook-ი ლონდონის სასამართლოზე წარსდგება ბრალდებით, რომ მან ვერ შეძლო ინგლისსა და უელსში მცხოვრები მილიონამდე ადამიანის პირადი მონაცემების დაცვა. 

აღსანიშნავია, რომ Facebook-ი მსგავსი ბრალდებით სასამართლოში მესამედ წარდგება. 2007–2014 წლებში Facebook-მა აპლიკაციების შემქმნელებს საშუალება მისცა წვდომა ჰქონოდათ  მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციაზე მათი თანხმობის გარეშე. 2018 წელს გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისმა (ICO) ის დააჯარიმა 500,000 გირვანქა სტერლინგით (687,000 აშშ დოლარი) მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაუცველობისთვის.  

სამი წლის წინ, ბრიტანეთში Facebook-ი დააჯარიმეს იმის გამო, რომ აპლიკაციას – „This is Your Digital Life“ მომხმარებელთა თანხმობის გარეშე, მათი პირადი მონაცემების შეგროვების საშუალება მისცა, 2013-2015 წლებში.

ამ შემთხვევაში სკანდალი გამოიწვია ბრალდებამ, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაქირავებულ ბრიტანულ პოლიტიკურ საკონსულტაციო ფირმას „Cambridge Analytica“, წვდომა აქვს მილიონობით ფეისბუქ მომხმარებლის პირად მონაცემებზე. თუმცა ფირმამ უარყო აღნიშნული ბრალდება.

Facebook-ის სპიკერმა განაცხადა, რომ ინფორმაციის კომისრის ოფისის გამოძიებამ ვერ მოიპოვა მტკიცებულება იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს ან ევროკავშირის მომხმარებელთა მონაცემები გადაეცა „Cambridge Analytica“- ს.  

ამჯერად სასამართლოში სარჩელი შეიტანა ჟურნალისტმა და მწერალმა პიტერ იუკესმა, დაუზუსტებელი, მაგრამ არსებითი ზიანის ანაზღაურების შინაარსით. იუკესის მრჩეველია აშშ-ში მოქმედი იურიდიული კომპანია „Hausfeld“, ხოლო სარჩელს აფინანსებს „Balance Legal Capital“.