ბაზისბანკი მომხმარებლებისთვის ინოვაციურ ციფრულ პლატფორმას ქმნის

ბაზისბანკი ინოვაციური ტექნოლოგიის მომწოდებელ ჰოლანდიურ კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს. ბანკი Backbase-თან საბანკო ურთიერთობის პლატფორმას დანერგავს, რათა ინოვაციური შესაძლებლობების განვითარებით ადგილობრივი ბაზარი შეცვალოს.

Photo Credits to Basisbank.ge

პარტნიორობა ბანკის ციფრულ გარდაქმნასა და მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური მიდგომების შეთავაზებას შეუწყობს ხელს. Backbase, ლიდერი საბანკო ურთიერთობების პლატფორმა, ბანკს საშუალებას მისცემს, რომ ადამიანებისთვის უნიკალური მობილური გამოცდილების შეთავაზებით დისტანციური მომსახურება უფრო მრავალფეროვანი გახადოს.

ბაზისბანკი ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სრულყოფილ პაკეტს განავითარებს, რომელიც კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას მართონ მომსახურების თითოეული ეტაპი. მათ შორის, შექმნან თანამედროვე, მობილურისთვის გათვლილი პლატფორმა, რომელიც თითოეულ ადამიანზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული.

ბაზისბანკისა და მის ჰოლდინგში შემავალი სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიების განვითარების სტრატეგია ერთიანი ფინანსური მარკეტის შექმნაა, სადაც ჰოლდინგის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი საბანკო, სადაზღვევო თუ სალიზინგო პროდუქტი ერთ სივრცეში შეიძინოს. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ახალ პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭიროა. რამდენიმე ღილაკზე დაჭერით კლიენტი მარტივად შეძლებს დარეგისტრირებას, საიდანაც მომხმარებელს ერთიან სივრცეში თავმოყრილ ნებისმიერ ფინანსურ პროდუქტსა და სერვისზე ექნება წვდომა.

„მომხმარებელს სურს მეტად მოხერხებულად, მარტივად, და ერთიან სივრცეში მიიღოს ფინანსური სერვისები. ჩვენი იდეა, ბაზისბანკის ჰოლდინგი გახდეს ერთგვარი ციფრული ფინანსური მარკეტი, პირდაპირ პასუხობს მომხმარებლის ამ სურვილს“ – აცხადებს ბაზისბანკის საოპერაციო დირექტორი, რატი დვალაძე.