Coca-Cola მომავალში ბოთლებს პლატსმასის ნაცვლად ქაღალდისგან დაამზადებს

Coca-Cola-მ უკვე დაიწყო ქაღალდისგან დამზადებული ბოთლების ტესტირება. პროდუქტი დანიურ კომპანიას ეკუთვნის. ამჟამინდელი პროტოტიპის შემადგენლობაში ვხვდებით პლასტმასსაც, თუმცა მცირე დოზით.

ფოტო: Coca Cola

კომპანიის მთავარი მიზანია, გრძელვადიან პერიოდში (2030 წლისთვის) უზრუნველყოს 100% გადამუშავებადი ქაღალდისგან, პლასტმასისგან აბსოლუტურად თავისუფალი ბოთლების წარმოება, რომელიც შეუნარჩუნებს სასმელს გემოვნურ თვისებებს და ამავდროულად, დაიცავს მას გაზიანობის დაკარგვისგან.

ფირმის კომერციული დირექტორის, მაიკლ მიხელსენის თქმით, ბოთლები მზადდება ქაღალდის ბოჭკოზე დაფუძნებული მასალისგან, რაც მას მატებს გამძლეობას. ბოთლის დიზაინი და ბოჭკოების სწორი ნაზავი იცავს მას დეფორმირებისგან ძლიერი ზეწოლის ქვეშაც კი – განმარტავს მიხელსენი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქველმოქმედო ორგანიზაცია – Break Free From Plastic-მა კოკა-კოლა, პეპსისთან და ნესტლესთან ერთად პლასტმასის ტოპ დამბინძურებლებს შორის შეიყვანა.