საუდის არაბეთის სამხედრო სამსახურში გაწევრიანებას ქალებიც შეძლებენ

ამიერიდან საუდის არაბეთში ქალებს შეუძლიათ ხელში იარაღი აიღონ და ჯარში გაწევრიანდნენ. ეს ერთ-ერთი პროფესიაა, რომელიც ბოლო დროს სამეფოში ხელმისაწვდომი გახდა ქალებისთვის. საუდის არაბეთის ქალები შეძლებენ დასაქმდნენ როგორც ჯარისკაცები, ლენს კაპრალები, კაპრალები, სერჟანტები და შტაბის სერჟანტები, აცხადებს საუდის Arab News.

Photo Credits to Al Jazeera

სამუშაო ადგილები ნელ-ნელა ხელმისაწვდომი ხდება საუდის არაბეთის ქალებისთვის, რომელთა გაზრდილი მონაწილეობა სამუშაო ძალაში სამეფოს მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანის გეგმის ნაწილია, რაც გულისხმობს არაბეთის უდიდეს ეკონომიკად გარდაქმნას. დღესდღეობით ჩვეულებრივი მოვლენაა ქალების დასაქმება ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც აქამდე კაცებზე იყო ლიმიტირებული, მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში მოლარის პოზიცია.

გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალებს უფლება ექნებოდათ სამხედრო სამსახურში დასაქმებისა პირველად 2019 წელს გამოცხადდა. იმავე წელს, როდესაც სამეფოსვე განცხადებით, ის უფლებას მისცემდა ქალებს დაეტოვებინათ ქვეყანა მამაკაცი ნათესავის ნებართვის გარეშე. ეს მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს მეურვეობის შეზღუდვის სისტემის დასრულებისკენ, რომელიც მწვავე კრიტიკამ მოიცვა, როგორც სამეფოში ისე საერთაშორისო საზოგადოებაში.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთმა 2018 წელს ქალებს მანქანის მართვის ნება დართო და დაასრულა თავისი სტატუსი, როგორც დედამიწაზე ბოლო ქვეყანა, რომელიც ქალებს უკრძალავდა საჭესთან ჯდომას. Bloomberg Economics–ის იმ დროის შეაფასებით, ამ ნაბიჯმა 2030 წლისთვის სამეფოს ეკონომიკას შესაძლოა $90 მლრდ შემატოს.

წონისა და სიმაღლის ჩვეული კრიტერიუმების გარდა, სამხედრო მოსამსახურე ქალებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ საშუალო სკოლის განათლება. Arab News–ის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაქორწინებული განმცხადებლები არ მიიღებიან.

გასულ წელს, იუსტიციის მინისტრმა 100 ქალი ნოტარიუსად დანიშნა, ხოლო იანვარში მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ საუდის არაბეთი „მალე“ დაიწყებს ქალი მოსამართლეების დანიშვნას.

მიუხედავად დაანონსებული ან უკვე განხორციელებული ცვლილებებისა, ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამეფოში.