Facebook-ი წესებს ამკაცრებს

გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ი აკრძალავს იმ რეკლამების განთავსებას, რომლებიც ვაქცინაციის საწინააღმდეგოდაა მიმართული.

Facebook-ი უკვე კრძალავს ვაქცინების შესახებ ყალბი ინფორმაციის შემცველი რეკლამების გავრცელებას. კომპანია ასევე აცხადებს, რომ დაიწყება ინფორმაციული მასალების განთავსება გრიპის ვაქცინაციის შესახებ.

,,ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, გრიპის ვაქცინაციას ადამიანების უმრავლესობა ყოველ წელს იტარებს, თუმცა წელს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რადგან გრიპისა და Covid-19-ის თანადროული გავრცელების რისკი ავირიდოთ თავიდან.“ – ვკითხულობთ Facebook-ის გვერდზე.

კომპანიამ განაცხადა, რომ რეკლამები, რომლებიც ემხრობა, ან ეწინააღმდეგება მთავრობის პოლიტიკას ვაქცინაციის შესახებ, ისევ დასაშვებია. მსგავსი რეკლამების განთავსების მსურველებს უნდა ჰქონდეთ გავლილი ავტორიზაცია და მითითებული  ,,Paid for by’’ წარწერა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, გაიგონ ვინ აფინანსებს ამ რეკლამას.

არადაფინანსებული პოსტები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარის თქმისკენ უბიძგებენ ადამიანებს, ისევ ნებადართულია, მანამ სანამ Facebook-ის რომელიმე წესის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული.

No Comments Yet

Comments are closed