გაეროში აშშ-ს ელჩად ლინდა თომას-გრინფილდი დაამტკიცეს

გაეროში აშშ-ს ახალი ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი იქნება. ქალის კანდიდატურას 78 მიმხრე და 20 მიწინააღმდეგე ჰყავდა.

Photo Credits Getty

ლინდა-თომას გრინფილდმა განათლება ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ხოლო, მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვის მიმართულებით ვისკონსინის მედისონის უნივერსიტეტში მოიპოვა. მას  საერთაშორისო დიპლომატიაში ხანგრძლივი კარიერა აქვს. იგი 2013-2017 წლებში აფრიკის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდგომ კი გრინფილდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმომხილველთა გუნდს შეუერთდა. გასული წლის ნოემბერში კი სწორედ ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა წარადგინა გრინფილდი გაეროს ელჩის კანდიდატურაზე.

გაეროში აშშ-ს 31-ე ელჩად არჩევის შემდგომ გრინფილდმა თქვა, რომ იგი შეეცდება კავშირების აღდგენასა და ძალისხმევას არ დაიშურებს გლობალური პრობლემების, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. პოსტზე ლინდა თომას-გრინფილდის არჩევის შესახებ ინფორმაციას საკუთარ თვითერის გვერდზე ამანდა პრაისი აქვეყნებს.