ბიონსეს ახალი რეკორდი – ქალის მიერ მოპოვებული ყველაზე მეტი ჯილდო გრემის ისტორიაში

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ბიონსე კვლავ აგრძელებს გულშემატკივრების გაოცებას. 14 მარტს გრემის 2021 წლის დაჯილდოება გაიმართა, შედეგად, მიღებული ჯილდოების გამო, ბიონსემ ახალი რეკორდი დაამყარა. მისი გრემის 28 ჯილდოს წყალობით, ის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ქალი მუსიკოსია.

Photo Credits to AP Photo/Chris Pizzello

აღსანიშნავია, რომ თუ მამაკაცებსაც გავითვალისწინებთ, ბიონსე მხოლოდ ჯორჯ სოლტს ჩამორჩება, რომელიც 31 ჯილდოს მფლობელია. სავარაუდოა, რომ 39 წლის მომღერალი რამდენიმე წელიწადში მოახერხებს და მასზე მეტ ჯილდოსაც მოიპოვებს. ცნობისთვის, 2021 წლის დაჯილდოებამდე ბიონსე მეექვსე ადგილს იკავებდა გამარჯვებულებს შორის, დღეს კი ქვინსი ჯონსთან ერთად მეორე პოზიციაზეა.

ბიონსემ უახლოეს დაჯილდოებაზე 4 გრემი მოიპოვა, მან ეს ყოველივე Savage (Remix) და Black Parade ნამუშევრების გამო შეძლო. სიმღერების ავტორმა განაცხადა, რომ მისი ინსპირაციის წყარო ფერადკანიანი ადამიანები იყვნენ, მას კი სურდა გასულ წელს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მხარდაჭერა გამოეხატა. შემდეგ კი საკუთარ 9 წლის ქალიშვილსაც მიულოცა გამარჯვება, რადგან ამ ნამუშევარში ბიონსეს სწორედ ის უწევს პარტნიორობას.

Photo Credits to AP Photo/Chris Pizzello

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებს ძალიან სურდათ, ბიონსეს რომელიმე სიმღერა შეესრულებინა, მან ამ შესაძლებლობაზე უარი განაცხადა. თუმცა, მისი გამოჩენაც კი საყურადღებო აღმოჩნდა ყველასთვის, რადგან 2010 წლის შემდეგ გრემის დაჯილდოება მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.