კიმ კარდაშიან-ვესტი ჟურნალ ფორბსის გვერდებზე პირველად 2011 წელს მოხვდა, ამ პერიოდში მას თვითერზე მხოლოდ 6.6 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. 5 წლის შემდეგ, ის ფორბსის გარეკანზე დაბეჭდეს, რადგან მობილური თამაშის გამო ერთ წელიწადში 51 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 2021 წელს კი ის მილიარდელების სიაში იკავებს ადგილს.
2020 წლის ოქტომბერში მისი ქონება 780 მილიონ აშშ დოლარს უდრიდა, ამჟამად კი ორი ბიზნესის წყალობით, KKW Beauty და Skims, ის მილიარდელია. ბუნებრივია, რომ სატელევიზიო პროგრამები, რეკლამები და მცირე ინვესტიციებიც ემატება ამ ორ ბიზნესს. კიმმა ბრენდი 2017 წელს დაარსა, მას შემდეგ, რაც მისი ნახევარ დის, კაილი ჯენერის კომპანია წარმატებული აღმოჩნდა. მისი პირველი კოლექცია ზუსტად ორ საათში გაიყიდა. 2018 წელს კარდაშიანმა კომპანია გააფართოვა და სხვადასხვა პროდუქტი დაამატა, შედეგად კომპანიის წლიური ბრუნვა 100 მილიონი აშშ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ კიმმა კომპანიის 20% გაყიდა, ეს ნაწილი კოსმეტიკის კონგლომერატმა, Coty-მ შეიძინა. აქედან გამომდინარე, კარდაშიანის კომპანია მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. 2019 წელს კიმმა ახალი პროდუქცია დააანონსა, რომელიც დღეს Skims-ს სახელით არის ცნობილი. პანდემიის გამო კომპანია კიდევ უფრო პოპულარული გახდა, რადგან ის მომხმარებლებს კომფორტულ ტანსაცმელს სთავაზობს.
ბუნებრივია, რომ კიმი Skim-ის უმსხვილესი წილის მფლობელია, რომელიც დაახლოებით 225 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. ამ ყოველივეს ემატება მცირე ინვესტიციები, რომლებსაც კიმი 2012 წლიდან ახორციელებს. ამავდროულად, ის რეალითი შოუს ვარსკვლავია. მიუხედავად იმისა, რომ შოუ წელს მთავრდება, ცნობილია, რომ კიმი კონტრაქტს აფორმებს Hulu-სთან, თუმცა თუ რაზე იქნება ახალი სატელევიზიო შოუ, ჯერჯერობით უცნობია.
Kim Kardashian West Is Officially A Billionaire https://t.co/khBnblBFYH #ForbesBillionaires pic.twitter.com/vR0u0TNbpa
— Forbes (@Forbes) April 6, 2021