სტუდენტი ინოვაციური იდეითა და მილიონი დოლარით

22 წლის სტუდენტმა ცოტა ხნის უკან წამოიწყო ნოვატორული პროექტი და მომავალი თაობის ახალი ვიდეო პლატფორმა შექმნა. ამ დრომდე ანტონია ჰელმანმა და მისმა პარტნიორებმა მილიონი დოლარის მოზიდვა შეძლეს.

Photo Credits Toucan

მას შემდეგ, რაც გასული წლის მარტში და-ძმა ჰელმანებს COVID-19 – ის პანდემიის გამო სტენფორდის უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნება მოუწიათ, მთელი მათი ცხოვრება ვირტუალური გახდა – ისევე, როგორც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობისა. მათაც მოუწიათ ვირტუალურ კლასებთან შეგუება, თუმცა შეხვედრები, სადაც ყველა დადუმებული მიკროფონებისა და გამორთული კამერების უკან სხედან, სტუდენტებისათვის რამდენიმე უხერხული შემთხვევის საფუძველიც კი გამხდარა.

მათთვის განსაკუთრებით რთული იყო უკვე არსებული პლატფორმებით არაფორმალურ შეხვედრებზე სტუმრობა, რამაც ისინი ფაქტობრივად ჩამოაშორა აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. „მე და ითანი ერთად ვესწრებოდით სავალალო Zoom დაბადების დღეს. სწორედ ამ გამოცდილების შემდგომ, დავსხედით ჩვენი სამზარეულოს მაგიდასთან და გადავწყვიტეთ, ამასთან დაკავშირებით რაიმე გაგვეკეთებინა,” – ამბობს Tucan-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ანტონია ჰელმანი.

Toucan პლატფორმაა, რომელიც სპეციალურად ვირტუალური სოციალური ღონისძიებებისა და შეხვედრებისთვის შეიქმნა. ყველას, ვისაც ერთი და იმავე ღონისძიების ბმული აქვს, მიდის ერთ სივრცეში და იქ შესვლისთანავე ხედავს ადამიანთა ჯგუფებს. „ავტომატურად არავინ არ ხვდება ერთ უზარმაზარ ჯგუფს, როგორც ეს ტრადიციული ვიდეო კონფერენციების პლატფორმებზეა. ეს წარმოუდგენლად უხერხული და არაბუნებრივია,” – ამბობს ჰელმანი. აპლიკაციის მთავარი მიზანი და ხიბლიც ესაა: როდესაც შეხვედრას შეუერთდებით, ჯგუფები დაგხვდებათ, თქვენ შეძლებთ, თითოეულ ჯგუფს ესტუმროთ, გაიგოთ ვინ არიან იქ, რაზე საუბრობენ ისინი, შემდგომ სხვა ჯგუფში გადახვიდეთ და ა.შ

აპლიკაციის შემქმნელებისათვის სოციალური ფსიქოლოგია მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და Tucan-ზე მუშაობის პროცესში ამ სფეროს პროფესიონალებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, აპლიკაციის მომხმარებელმა შეხვედრის დროს ბუნებრივად და კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი – განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომელთათვისაც შეხვედრების დროს ნებისმიერი სახის სოციალური შფოთვაა დამახასიათებელი. ისინი შეეცადნენ, ნებისმიერ სტრუქტურაში ყოფილიყო სოციალური ფსიქოლოგია გათვალისწინებული.

Photo Credits Toucan

Toucan-ის პირველი მომხმარებლები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ამასთანავე სასწავლო დაწესებულებებიც იყვნენ. „გასული ივნისის შემდეგ, ჩვენ გვყავდა ერთგული ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად იყენებდნენ პლატფორმას და განუზომლად გვეხმარებოდნენ უკუკავშირის მოწოდებით,” – ყვება ანტონია ჰელმანი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ძალიან ახალგაზრდაა, უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს: მათ 35,000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი დააჯილდოვეს და მიაღწიეს მომხმარებელთა ყოველთვიური ზრდის ტემპს (CRGR), რაც 42,6%-ია. ასევე, ერთ წელიწადში მათ მომხმარებლები მსოფლიოს 168 სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავდათ. საინტერესოა ისიც, რომ ჰელმანის თანახმად, Toucan-ის ღონისძიების საშუალო ხანგრძლივობაა 111 წუთია, ხოლო ინდუსტრიის მოქმედი სტანდარტით მსგავსი შეხვედრები 30-60 წუთს გრძელდება.

დღემდე, Toucan-მა 1 მილიონი დოლარის წინასწარი დაფინანსება (Pre-Seed) მიიღო, ძირითადად ინვესტორებისაგან. მათივე თქმით, ამ ნიშნულამდე მისვლა პანდემიის პირობებში რთული არ იყო, ვინაიდან ისინი მუშაობდნენ პროდუქტზე, რომელიც ვირტუალურ სივრცეს ბევრად ეფექტურს გახდიდა. „ამ დროისთვის, ვმუშაობთ ჩვენი პლატფორმის რამდენიმე ახალ მახასიათებელსა და ასპექტზე, რომლებიც მას რამდენიმე დონით აამაღლებენ. ჩვენ ვიცით, რომ წინააღმდეგი ვართ დიდი ინდუსტრიის მოთამაშეებისა, რომლებსაც თანაბრად დიდი ჯიბეები აქვთ. ამიტომ, გავაგრძელებთ თანხის შეგროვებას პროდუქტის განვითარებაზე ორიენტირების გასაგრძელებლად,” –  ასკვნის ჰელმანი.

კომპანია კვლავაც განაგრძობს განვითარებას, „ჩვენ გარკვეული სტრუქტურები დავამატეთ მთავარ მისიამდე უკომპრომისოდ მისასვლელად: დავაბრუნოთ არასტრუქტურული, დაუგეგმავი, სპონტანური სოციალური ურთიერთობები, რომლებიც გვაახლოებს, როგორც ადამიანებს,” – განმარტავს 22 წლის სტუდენტი.