Facebook მარკეტინგის სამიტი EMEA 2021 „Beyond The Now“

2021 წლის 8 ივნისს გაიმართება Facebook-ის ვირტუალური სამიტი მარკეტინგის მიმართულებით. სამიტზე რეგისტრაცია უკვე გახსნილია. 

სამიტის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია – სავსე კონფერენციებით და ინსპირაციული წარმატების ისტორიებით უმაღლესი კლასის მომხსენებლებისგან. 2021 წლის სამიტის მთავარი მიზანია გაიხედოს აწმყო დროის მიღმა „Look Beyond the Now” და წარმოადგინოს ძირითადი ტრენდები, თუ რა გველის წინ.

დღეს მომხმარებლების მიერ ახალი პროდუქტის აღმოჩენის და ყიდვის გზა მუდმივად იცვლება, სწრაფადვე ვითარდება სარეკლამო ეკოსისტემა. შედეგად, მუდამ იცვლება მარკეტერების როლიც. ამ სამიტის მთავარი ამოცანაა გაუზიაროს მონაწილეებს, გამოცდილება და ხედვები, როგორი იქნება ამ ინდუსტრიის მომავალი.

სამიტის მომხსენებლები არიან:

  • ანა როსლინ როენულდი – ბესტსელერის „Factfulness“ თანაავტორი, Gapminder Foundation-ის თანადამფუძნებელი;
  • შერილ სანდბერგი – Facebook, ოპერაციული დირექტორი (COO);
  • ქერი თიმსი – Facebook, EMEA, მომხმარებელთა გლობალური მარკეტინგის დირექტორი;
  • კაი ჰერცბერგი – DACH & EMEA, Facebook, კომერციის ჯგუფის დირექტორი;
  • ალინ სანტოსი – Unilever, ბრენდის მთავარი ოფიცერი და სამართლიანობისა და მრავალფეროვნების მთავარი ოფიცერი;
  • ქეითი დაფი – Facebook IQ, დირექტორი;
  • ნიკოლა მენდელსონი – VP, EMEA, Facebook.

სამიტის სპიკერების სია უფრო ვრცელი ინფორმაციითა და სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ.