ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World-ის ფინალშია

BBC Cardiff Singer of the World competition-ის ფინალისტი, ქართველი ოპერის მომღერალი, ნატალია ქუთათელაძეა.

Photo via BBC

BBC Cardiff Singer of the World ოპერის მომღერლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს COVID-19-ის რეგულაციების გამო კონკურსი აუდიტორიის გარეშე მიმდინარეობს, უახლესი გაიდლაინის მიხედვით – ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველანაირი წესის დაცვით. წლევანდელი ღონისძიება 12 ივნისს დაიწყო და ის 19 ივნისამდე გასტანს. კონკურსში 15 ქვეყნის მომღერალმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის: საქართველომ, რუსეთმა, ჩინეთმა, დანიამ და სხვ. თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი ნატალია ქუთათელაძეს, 29 წლის ქართველ მეცო-სოპრანოს, ფინალში ვიხილავთ.

„ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ამავდროულად მადლობელი. ვამაყობ აქ მყოფი თითოეული პიროვნებით, რადგან მათ დიდი საქმე შეასრულეს. მადლობელი ვარ იმით, რომ ასეთ გარემოს ქმნის ეს კონკურსი – ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას ამ აუდიტორიისგან. დიდი მადლობა“ – განაცხადა ნატალია ქუთათელაძემ ფინალში გადასვლის შემდეგ.