მილიარდერმა მაკენზი სკოტმა 2.7 მილიარდი დოლარი საქველმოქმედო ფონდებს შესწირა

მაკენზი სკოტი, კომპანია Amazon-ის დაფუძნებაში აქტიური მონაწილე, ბიზნეს პარტნიორი და ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მსოფლიოში სიმდიდრით მესამე ქალია.

Photo via Forbes.com

თავის ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აღწერა თავისი გეგმა 286 საქველმოქმედო ფონდის დახმარების შესახებ. პოსტში ხაზგასმული იყო, რომ შეირჩა ისტორიულად არასაკმარისი დაფინანსების და ყურადღების მქონე საქმიანობები, როგორებიცაა რასობრივი უთანასწორობისთვის ბრძოლა, ხელოვნება და განათლება.

მაკენზი სკოტი მწერალი და ფილანტროპია, გარდა ამისა, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ამაზონის წარმატებაში. კომპანიის სახელი და ბიზნეს გეგმა მაკენზის და ყოფილი მეუღლის, ჯეფ ბეზოსის, თანამშრომლობით ჩამოყალიბდა, აგრეთვე მან აწარმოა მოლაპარაკება ამაზონის პირველი საზღვარგარეთული კონტრაქტისთვის.

მაკენზი სკოტის სახელს ხშირად გაიგონებთ ქველმოქმედებასთან დაკავშირებულ სიახლეებში. 2019 წელს ის გახდა ერთ-ერთი მსოფლიოს იმ უმდიდრეს ადამიანთა შორის, ვინც ხელი მოაწერა მელინდა და ბილ გეითსის ინიცირებულ ხელშეკრულებას. „პირობის დადება“ გულისხმობს ვალდებულების აღებას, რომ ხელმომწერი თავისი ქონების უდიდეს ნაწილს გასცემს

თავის უახლეს პოსტში მაკენზი სკოტმა ისაუბრა, რომ მას სურს თავისი ქონების გადანაწილება. საამისოდ იგი მკვლევართა ჯგუფთან მუშაობს, რათა შესაფერის სფეროებს დაეხმაროს ფინანსური რესურსებით. დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ოთხი თვის განმავლობაში მან $4 მილიარდის შემოწირულობა გაიღო სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებისთვის.