IFC-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი მენეჯერი ჰყავს – ივანა ფერნანდეს დუარტე

ცოტა ხნის წინ IFC-ის რეგიონულ მენეჯერად სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე დაინიშნა. ის საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მუშაობის პროცესს თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს. 

Photo via IFC

ფერნანდეს დუარტემ მაგისტრის განათლება ბარსელონაში, ბიზნესის ადმინისტრირების დარგში და ასევე სლოვაკეთის ეკონომიკის უნივერსიტეტში, ეკონომიკის სფეროში მიიღო. 

IFC-ის ახალმა რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში კარიერული მოღვაწეობა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის აპარატში დაიწყო. მას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისა თუ დაფინანსების, ქვეყნის სხვადასხვა სექტორის მართვისა და განვითარებად ბაზრებზე მუშაობის სფეროში ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ფერნანდეს დუარტე სხვადასხვა დროს მუშაობდა EBRD-ში (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი); Citigroup-სა და საინვესტიციო ბანკებში. 

დუარტემ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას კოვიდ-პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებსა და მათი დაძლევის პროცესში კერძო სექტორის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შექმნილ ვითარებაში სამხრეთ კავკასიაში IFC-ის პრიორიტეტი იქნება მწვანე და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. აქცენტი გაკეთდება კლიმატის ცვლილებების საკითზე, ციფრულ განვითარებასა და კაპიტალის ბაზრებზე. ვგეგმავთ პროექტების შემუშავებაში ადრეულ ეტაპზე ჩავერთოთ საჭირო რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, რათა შეიქმნას  ბაზარი და ინვესტირების შესაძლებლობები.“ – განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), დღესდღეობით, ყველაზე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში კერძო სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას, ბაზრების ჩამოყალიბების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.