Visa-ს ხელშეწყობით, მსოფლიო მასშტაბით 16 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესი უკვე გაციფრულებულია, ხოლო მიზანი – 50 მილიონია

Visa-მ (NYSE: V) დღეს გამოაცხადა, რომ  ხელი შეუწყო დაახლოებით 16 მილიონი მცირე და მიკრო საწარმოების ციფრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას მსოფლიოს მასშტაბით, რაც  2020 წელს დასახული მრავალწლიანი მიზნის 30% -ზე მეტს შეადგენს, რაც გულისხმობს 50 მილიონი მცირე და მიკრო ბიზნესისთვის ციფრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას.  პანდემიის დაწყების დღიდან Visa-მ დაიწყო დუბაიდან კოლუმბიის ოლქამდე (DC)  სათემო პროგრამების განხორციელება, რათა დახმარება გაეწია მცირე საწარმოებისთვის განეხორციელებინათ ანგარიშსწორება ციფრულ ფორმატში  და მეტი წვდომა ჰქონოდათ ციფრულ ეკონომიკაზე. მცირე და მიკრო საწარმოებისთვის ციფრულ ფორმატზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობა ხაზგასმულია დღეს გამოქვეყნებულ  Visa Back to Business გლობალური კვლევის  მე-5 გამოცემაში, რომლის თანახმად, მომხმარებელთა 68%-ს შესაბამისად, COVID-19– მა სამუდამოდ შეცვალა ანგარიშსწორების გზები.

„პანდემიის 19-თვიანი მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ მცირე საწარმოებმა, რომელებიც ციფრულ კომერციას და ტრანსსასაზღვრო გაყიდვებს აწარმოებდნენ, უკეთესად გადაიტანეს პანდემია,”-თქვა მერი ქეი ბოუმანმა, Visa-ს პროდუქტის მომხმარებელთა და გაყიდვების პლატფორმის განყოფილების ხელმძღვანელმა. „მაგრამ ეს აღარ არის მხოლოდ გარდაქმნა და გადარჩენა. ჩვენ ახლა ვხედავთ მეწარმეობის იმედისმომცემ ზრდას და, როდესაც 50 მილიონიანი მიზნისკენ მივდივართ, ჩვენ ვეხმარებით ახალი თაობის მეწარმეებს კარგად იყონ გათვითცნობიერებული ციფრულ ფორმატში.”

Visa Back to Business კვლევა: გლობალური ვითარების შესწავლა ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული  პრეფერენციების შესახებ

Visa Back to Business გლობალური კვლევის პროცესში ჩატარდა მცირე და მიკრო ბიზნესის მფლობელების და მათი მომხმარებლების შესწავლა გლობალური პანდემიის დაწყების დღიდან. კვლევის ფარგლებში, ხუთტომეული გამოიცა და დაგროვებული დიდი მოცულობის მონაცემების საფუძველზე, ბოლო კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის, საზოგადოებისა და ტექნოლოგიების  ერთმანეთთან დაკავშირებაში მდგომარეობს:

  • მიკრო და მცირე საწარმოები ჯერ კიდევ მომხმარებელთა მოლოდინების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებული: პანდემიამ მკვეთრად გაზარდა მომხმარებელთა უკმაყოფილება და სიფრთხილე ანგარიშსწორებისას ნაღდ ფულთან შეხებასთან დაკავშირებით, და შესაბამისად, გაზარდა უკონტაქტო ანგარიშსწორების განხორციელების სურვილი[1]. მთელს მსოფლიოში მცირე და მიკრო საწარმოების სამოცდათოთხმეტი პროცენტი (74%) იმედოვნებს, რომ მომხმარებლები კვლავაც მიანიჭებენ უპირატესობას უკონტაქტო ანგარიშსწორებას მომავალში. ამასთან, ხუთიდან ორი (40%) მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ მთავარ ინვესტიციად უკონტაქტო ანგარიშსწორებას ასახელებს, რომელიც მომხმარებელთა მოლოდინების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.
  • უკონტაქტო ანგარიშსწორება, როგორც კონკურენტული უპირატესობა: მაღაზიები, რომლებიც არ იღებენ უკონტაქტო ანგარიშსწორებას, შესაძლოა დადგნენ კლიენტების დაკარგვის რისკის წინაშე. ხუთიდან ორზე მეტმა (44%) მომხმარებელმა თქვა, რომ არ გააკეთებენ საყიდლებს მაღაზიაში, სადაც ანგარიშსწორების მხოლოდ ისეთ მეთოდებს სთავაზობენ, რომლებიც მოლარესთან ან საზიარო მოწყობილობასთან კონტაქტს მოითხოვს.
  • ონლაინ უსაფრთხოების პრიორიტეტი: ერთი წლის წინ, აშშ-ს მცირე და საშუალო ბიზნესის მხოლოდ 17% –მა პირველად დაიწყო პროდუქციის ან მომსახურების ონლაინ გაყიდვა COVID-19–ის ეპიდემიის დროს და ახლა, 57% აპირებს იგივე პირობებით გაგრძელებას მომდევნო სამი თვის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, მცირე და საშუალო ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ ახალი გამოწვევები წარმოქმნა, რომელთაგან მთავარი იყო მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება (33%), ციფრულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ღირებულება (31%) და მომხმარებლებთან ნაკლები პირადი კავშირი (30%).
  • შესაძლებლობებს უკეთ იყენებს გაციფრულებული მცირე და საშუალო ბიზნესი: იმ დროს, როდესაც მცირე და საშუალო ბიზნესის 54%-ი აცხადებს, რომ გასული წელი მათი ბიზნესისთვის გამოწვევას წარმოადგენდა, 46%-ი მას განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, განსხვავებით 38%-სგან 2020 წლის ნოემბერში. მათ შორის, ისინი, ვინც 2020 წელს განიხილავდა როგორც შესაძლებლობას, ყურადღებას ამახვილებდნენ ახალ პროდუქტებზე (37%) და გაყიდვების არხების გაფართოებაზე (34%), ხოლო 23%-მა კი სრულიად ახალი ბიზნესი დაიწყო.

ციფრულ ეკონომიკაზე წვდომის გახსნა

Visa აცნობიერებს რა, რომ კომერციის სფეროს უფრო ფართოდ ციფრულ ფორმატში გადაყვანამ შეიძლება უზარმაზარი სარგებელი მოუტანოს მცირე საწარმოებს,  კომპანია ცდილობს უზრუნველყოს მსოფლიოში ციფრული თანასწორობა და ინკლუზიურობა მისი მრავალწლიანი ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს 50 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესის  ციფრულ მომსახურებას. მხოლოდ 2021 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში აშშ-ში, 3,4 მილიონი ახალი ბიზნეს-განაცხადი[2] შეივსო. Visa-ს ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ როგორც არსებული, ისე  ახლადშექმნილი მცირე ბიზნესი აღიჭურვოს მომხმარებელთა ცვალებადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ციფრული მომავლის შესაბამისად.

ლონდონიდან ჩრდილოეთ დაკოტამდე, Visa-მ მიმართა რესურსები მცირე და საშუალო ბიზნესზე ათეულობით პროგრამის ფარგლებში, რომლებიც შემუშავებულია ადგილობრივი თემების საჭიროებების გათვალისწინებით. მათ შორის, Visa-მ,  1 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო ლოკალური გრანტების სახით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც უკიდურესად დაზარალდნენ პანდემიის შედეგად, განათავსა მცირე ბიზნესთან ქუჩაში მომუშავე ჯგუფები 900,000 საწარმოს მხარდასაჭერად 18 ლოკაციაზე და შეცვალა ანგარიშსწორების ფორმა 49 ლოკალურ ბაზარზე, კერძოდ უკონტაქტო გადახდებით ტელეფონის საშუალებით (Tap to Phone), რაც გამყიდველებს საშუალებას აძლევს აწარმოონ უკონტაქტო ანგარიშსწორება მარტივი მობილური აპლიკაციის საშუალებით. Visa-მ ასევე გააფართოვა გლობალური ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა მეწარმეებისთვის – პრაქტიკული ბიზნეს უნარ-ჩვევები,   რომელიც უფასო სასწავლო რესურსებს აწვდის მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს და ხელს უწყობს მათი საწარმოებს ციფრულ ფორმატზე გადაყვანას. ეს ემყარება ფონდის Visa Foundation-ის მიერ დაკისრებულ 5-წლიან ვალდებულებას, რომლის ბიუჯეტიც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ფონდმა  2020 წელს აიღო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებული აქცენტით ქალების ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაზე.

Visa განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი როლის აღიარებას ადგილობრივ თემებსა და გლობალურ ეკონომიკაში, და დღეს ახალი ციფრული სერიის ინიციატივით გამოდის, რომელსაც „წვდომის ხმები” ეწოდება (“Voices of Access”), სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ უნიკალურ ისტორიებს და აძლევენ სხვებს საშუალებას დაინახონ ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობები.

დამატებითი ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც Visa-მ ხელმისაწვდომი გახადა მცირე და მიკრო ბიზნესისათვის, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე – Visa Small Business Hub და Visa Small Business COVID-19 support site.

მეთოდოლოგია: Visa Back to Business კვლევა 

“Visa Back to Business” კვლევა: მე-5 გამოცემა,  2021 წლის 15-28 ივნისის პერიოდში ჩაატარა კომპანიამ  Wakefield Research. კვლევა ჩატარდა 2,250 მცირე ბიზნესის მფლობელს შორის, რომლებსაც 100 -ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ, და რომლებიც ბრაზილიაში, კანადაში, გერმანიაში, ჰონგ-კონგში, ირლანდიაში, რუსეთში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებენ. სამომხმარებლო ნაწილის ფარგლებში გამოკითხა 18+ ასაკის 1000 ზრდასრული აშშ-ში და 18+ ასაკის 500 ზრდასრული ბრაზილიაში, კანადაში, გერმანიაში, ჰონგ-კონგში, ირლანდიაში, რუსეთში, სინგაპურში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

[1] წყარო: აშშ უკონტაქტო ონლაინ კვლევა, 2020 წლის აპრილი

[2] წყარო: აშშ აღწერის ბიურო, ბიზნესის ფორმირების სტატისტიკა

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.