ისრაელი და ბაჰრეინი ურთიერთობების გაღრმავებაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ

ბაჰრეინმა და ისრაელმა მანამაში ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. ებრაული და ამერიკული დელეგაციის ვიზიტი ბაჰრეინში მიზნად ისახავს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ნორმალიზებას პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით.

Photo Credits to Ronen Zvulun/Reuters

აღნიშნული შეთანხმების მიხედვით სახელმწიფოები ერთმანეთთან დაამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს და გახსნიან საელჩოებს. მოგეხსენებათ, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 15 სექტემბერს, თეთრ სახლში, მოაწერეს. ბაჰრეინის დედაქალაქში გამართულ ცერემონიას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინიც, რომელიც ბაჰრეინიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.

ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბდულლატიფ ალ-ზაიანის განცხადებით, ისრაელის დელეგაციის ვიზიტი გახლდათ ისტორიული მოვლენა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ღია ურთიერთობებს ჩაუყარა საფუძველი. შეთანხმების გაფორმებას გამოეხმაურა ისრაელის დელეგაციის წარმომადგენელიც, კერძოდ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ბენ შაბათმა შეთანხმებას „დამაიმედებელი დასაწყისი“ უწოდა.

ბაჰრეინი გახდა მეოთხე არაბული სახელმწიფო ეგვიპტის, იორდანიისა და არაბთა გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, რომელიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეუდგა.

No Comments Yet

Comments are closed