გიორგი ჩაუშბას პერსონალური გამოფენა 21 სექტემბერს გაიხსნება

გიორგი ჩაუშბას პირველ პერსონალურ გამოფენას „პიპო“ 21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით Factory Tbilisi უმასპინძლებს. „პიპო“ გიორგი ჩაუშბას ბოლო დროის, პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრებს აერთიანებს.

„ვირტუოზულია ჩაუშბას ვიბრირებადი ფერი, რომელსაც ინტენსიურად იყენებს, როგორც არაფიგურატიული ისე ფიგურატიული ნამუშვერების გამომსახველად. ფერი, როგორც ეს ლირიკული აბსტრაქციონიზმისთვის სახასიათოა, წამყვან განწყობას, ესთეტიკურ ქარგას და კომპზიციურ დინამიკას აყალიბებს. ინდივიდუალისტური მიდგომა და ფსიქოემოციონალიზმი იკვეთება ჩაუშბას პორტერეტებში, სახეები ერთგვარად დროში გარინდებულნი, თანამედროვე და ამავდროულად დროის მიღმა მდგომარეობას გამოხატავენ.“

„აღნიშნულ სერიაში მხატვრის ინტერესი ფერის საშუალებით თამაშს და სამყაროს შეცნობის მისეულ გზას წარმოგვიდგენს, ეს შეიძლება იყოს უკიდურესად ზოგადი მოტივი, გეომეტრიულობამდე დაყვანილი ფერადოვნება, ან გარკვეული რომანტიზებული ლანდშაფტი ან სულაც ნატურმოტის ფრაგმენტი. ამგვარი ჰაეროვანი მოძრაობით ფიგურატივიზმსა და აბსტრაქციას შორის გიორგი ჩაუშბას მდიდარ მხატვრულ სამყაროში მოგზაურობს მნახველი.“

გამოფენის კურატორი მაცაცო ჭინჭარაულია. ჩაუშბას ნამუშევრების დათვალიერებას 21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით Factory Tbilisi-ში შეძლებთ, წერეთლის N114-ში.