თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა ბრუნდება

პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით ბრუნდება და  ექსპოჯორჯიას სივრცეში კიდევ ერთხელ შეკრებს ხელოვანებს, გალერეების, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს მრავალი ქვეყნიდან.

22 სექტემბერს 14:00-17:00 თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა ექსკლუზიური  ჩვენებით იხსნება (დასწრება მოსაწვევებით, პროფესიონალური აუდიტორია და მოწვეული სტუმრები).

22 სექტემბრის 17:00 საათიდან კი 4 დღის განმავლობაში  ბაზრობა ყველა დამთვალიერებელს ელოდება .

ოფიციალური გახსნის ცერემონია, 22 სექტემბერი, 14:00, მე-11 პავილიონი.

გახსნის მონაწილეები:

  • გამოფენის კრეატიული დირექტორი-ერიკ შლოსერი
  • პროექტის ხელმძღვანელი-ნინო გამრეკელი
  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი –  თეა წულუკიანი

გამოფენის სამუშაო საათები:

  • 22 სექტემბერი-14:00-17:00 დახურული ჩვენება
  • 22 სექტემბერი- 17:00-21:00
  • 23-25 სექტემბერი 12:00-20:00

TAF-ის ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ამერიკის საელჩო საქართველოში. სპონსორები: თიბისი კონცეპტი, აჭარა ჯგუფი, კაპაროლი, ვაზისუბნის მამულის ღვინო, სასტუმრო მოქსი.

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგებიან შერჩეული გალერეები და არტისტები მთელი მსოფლიოდან. კულტურულად და ისტორიულად დაკავშირებული ქვეყნების ხელოვანთა მრავალფეროვანი ნამუშევრების ერთ სივრცეში ოთხი დღის განმავლობაში განთავსდება.  #taf -ის პროგრამა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა დამთვალიერებელს სთავაზობს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერ კლასებს, Art Talk- ებს  და მრავალფეროვან პარალელურ პროგრამას.

საგალერეო სივრცე – 30 მონაწილე-  ქართული და საერთაშორისო გალერეებისთვის. პავილიონი #11 (ექსპო ჯორჯია) – მონაწილეობენ გალერეები, არტ სალონები, კონცეპტ-არტ მაღაზიები, გამომცემლობები.

საერთაშორისო გალერეები:

  • Nivet carzon – საფრანგეთი,
  • Laufer  Gallery Zurich – შვეიცარია,
  • Auktionas, L’aleatoire –  საფრანგეთი,
  • Thierry Bouet – საფრანგეთი,
  • Q Gallery – აზერბაიჯანი,
  • Valid Foto – ესპანეთი, Rooster  – ბალტიისპირეთი,
  • Women Photo Association, Kera Gallery -ისრაელი,
  • Gallerie Melice Bilik – გერმანია,
  • ალლერიე დილე უიზემან – საფრანგეთი,
  • Eristavi Gallery – ბელგია,
  • MYPH school Ukraine -უკრაინა
  • Latvian Contemporary art center – ლატვია
  • Gallery on the move – Anri Sala
  • Sabina Shikhlinskaia – აზერბაიჯანი

ქართული გალერეები:

არტ ბითი, ვინდოუ პროჯექტი, გალერეა შარდენი, ვანდა, LC Queisser, ვერნისაჟი, I art Gallery, Dissolutions Gallery, Why not Gallery, E.A Shared Space,  4710 Gallery,  Life and style gallery , Gallery N9, გალერეა ბაია, Bruno Massa – საფრანგეთი/საქართველო, White Studio, სეზანი.

  • სახელოსნოების სექცია, ახალგაზრდა/დამწყები არტისტების ექსპოზიცია – 40 მდე ქართველი და უცხოელი არტისტის ნამუშევრების გამოფენა.

ექსპო ჯორჯია- პავილიონი #5

ბუკა ღვაბერიძე,  თეონა იამანიძე, Ceramic Art -სახელოსნო, სანდრო ანთაძე, გიორგი ყანჩელი, ლიზა ბუდაგაშვილი, ნანუკა ზაალიშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონი, მაია ბარათაშვილი, თეო ბურკი, ლევან მანჯავიძე, ცისია კილაძე, გიორგი მანჯგალაძე, ელენე ფიჩხაძე, ლია შველიძე, ჩუბიკა, ლევან მეხუზლა, კერამიკ სტუდიო, დარო სულაკაური, თეკლე კიღურაძე, გიორგი აბუაშვილი, სოფო მამალაძე, ეკა ხუნწარია, ნინა ახობაძე,  გოგი კვერნაძე, მამუკა მიქაძე.

  • Thierry Bouet -საფრანგეთი, Veerle Symoens -ბელგია, Lucca Battaglia – იტალია
  • Irina Razumovskaya – ისრაელი, Lisa Bukreyeva – უკრაინა, Alex Kiessling – ავსტრია
  • Zane Zeivate -ლატვია, David Penny  – დიდი ბრიტანეთი, Tora Aghabayova  – აზერბაიჯანი
  • Zarnisha Yusif  – აზერბაიჯანი

TAF 2022-ის ფარგლებში გაიმართება ტრადიციული სახელოვნებო შეხვედრების სერია –  TAF Talks, რომელზეც გამოფენის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ პროფესიონალთა აზრი თანამედროვე ხელოვნების სფეროსთვის აქტუალურ საკითხებზე და თავადაც ჩაერთონ დისკუსიაში.

შეხვედრების სერიაში მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი კურატორები, არტისტები, გალერეების წარმომადგენლები და დარგის სხვა პროფესიონალები:

ექსპო ჯორჯია -ორანჟერეა

23 სექტემბერი

🔹 14:00-15:00 – საქართველო და საერთაშორისო სახელოვნებო სივრცე

მომხსენებელი:

🔸 მონიკა ჩეიკოვა – კურატორი, გამომცემელი;

🔸 ირინა პოპიაშვილი – კურატორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, VA[A]DS-ის დეკანი;

🔸 ინგა ლეისი – MoMa C-Map-ის კურატორი;

🔸 მარგო ნორტონი – ნიუ-იორკის New Museum-ის უფროსი კურატორი.

🔸 ჯან მორენო – ICA Miami-ს კურატორი, Art + Research ცენტრისა და [NAME] Publictions-ის დამფუძნებელი.

24 სექტემბერი

🔹 14:00-15:00 – ხელოვნება ომის დროს

მომხსენებელი:

🔸 ანა რიაბოშენკო – კულტურის დამოუკიდებელი მუშაკი;

🔸 კონსტანტინ დოროშენკო – კულტურის დამოუკიდებელი მუშაკი;

🔸 დიანა ფედორიაკა – MIPH School of Art-ის ფოტოგრაფი;

🔹 16:00-17:00 – ყველაფერი, რაც NFT-ის შესახებ უნდა იცოდეთ

მომხსენებელი:

🔸 ბრაიან დროიკური – მწერალი, Art in America-ს ყოფილი რედაქტორი;

🔸 უტა ბექაია – არტისტი;

🔸 ანა მაია სფაისი – NFT პლატფორმა PINSL-ის CVO;

🔸 იოჰან ჯ.ს. ელეველდი – WEB ენტრეპრენიორი;

🔸 იუჯინ რეიმონდ თენ ქეითი – NFT სპეციალისტი;

🔸 ალექს კისლინგი – არტისტი.

TAF- ის კურირებული პროგრამა

ექსპო ჯორჯია- პავილიონი #6

ესპანეთის Valid Photo Gallery-სთან თანამშრომლობით, TAF სახელგანთქმული იაპონელი ფოტოგრაფის, მასაო იამამოტოს ფართომასშტაბიან გამოფენას გეგმავს. გამოფენის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ავტორის A Box of Ku, Nakazora, Kawa და ახალი, La Vie სერიებიდან 80 ფოტოს დათვალიერება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ფოტოგრაფი იამამოტო, ცნობილია მცირე ზომის, თუმცა შინაარსობრივად დატვირთული ფოტო-პრინტებით.

ექსპო ჯორჯია- პავილიონი #4

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტთან თანამშრომლობით, TAF წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოფენას. თავისუფალი უნივერსიტეტი დამოუკიდებელი უმაღლესი განათლების ინსტიტუციაა, რომელიც არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაციის, ცოდნის ფონდის მიერაა დაარსებული. ვიზუალური ხელოვნების პროგრამების ბაკალავრები ფართო ცოდნას ფლობენ ხელოვნებასა და დიზაინში, განსაკუთრებით კი ფერწერის, კომუნიკაციებისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. გამოფენის VAADSFREUNI Presents კურატორი სკოლის დეკანი, ირენა პოპიაშვილია.

ექსპო ჯორჯია- პავილიონი #3

QGallery ბაქოდან  2019 წელს, წელს, გალერეა გამოფენს 6 კარგად დაფუძნებული და ახალბედა ხელოვანების ნამუშევრებს ქანდაკების, ვიდეო არტის, კოლაჟის, ინსტალაციის, ფერწერისა და ნაპოვნი ობიექტების სახით. გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები არიან: რაშად ალაბაროვი, მირალი სეიდოვი, ბუტუნაი ჰაგვარდიევი, ელიარ ალიმიროევი, ელენა ჰაგვარდიევა და კანან ალიევი.

ექსპო ჯორჯია- პავილიონი #3

-პირველი კოლაბორაციისთვის, TAF და ვიდეონალე, წარადგენენ პროგრამას შვიდი საერთაშორისო ხელოვანის მონაწილეობით. პროგრამა მიესალმება კრიზისის მიზეზ-შედეგობრიობაზე კრიტიკულ შეფასებასა და წარმოდგენებს – როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. პროგრამა წარადგენს ვიქტორ ბრიმის, ზანი ბეგის & ოლივერ რესლერის, მაჰდი ფაიფელის, სტეფანი ლეგარდის, ჩანგ-ჯინ ლის, მონირა ალ ქადირისა და კონი უოლშის ნამუშევრებს. ვიდეონალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო და timebased ხელოვნების ფესტივალია ევროპაში.