Social Impact Award-ის დაჯილდოების ცერემონია

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში, Impact Hub Tbilisi-ს საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაზე გამოვლინდება 3 გამარჯვენული გუნდი, რომელიც მიიღებს ფულად ჯილდოს და გაემგზავრება Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე ბელგრადში (სერბეთი).

ფინალისტებს შორის არიან:

  • Alioni – რეგიონში პირველი ონლაინ აპლიკაცია, რომელიც მომხარებელს ლაივ რეჟიმში აწვდის გამჭვირვალე ინფორმაციას ხის ნარჩენის გადამუშავებული მოცულობის, წარმოების პროცესისა და გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ და ამ ზიანის შესამცირებლად ალტერნატივად სთავაზობს ნარჩენების რაციონალურ გამოყენებას.
  • Chessteros Club – ნეშის ეკვილიბრიუმის სწავლებაზე ორიენტირებული, 4-კაცა ჭადრაკის კლუბია ჰაუსური სამყაროთი,
  • Cloudcrop – ციფრული აგრონომი, რომელიც თვითსწავლებადი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩამოაყალიბებს სამოქმედო გეგმას ფერმერისთვის, რითიც ხელს შეუწყობს საუკეთესო ხარისხისა და რაოდენობის პროდუქციის მოყვანას მინიმალური რესურსების გამოყენებით.
  • Delp – აპლიკაცია, რომელიც ერთი მხრივ, მომხმარებელს გაუმარტივებს წვდომას ცხოველების მოვლის სერვისებზე, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ცხოველთა თავშესაფრების პოპულარიზაციას.
  • Hippotherapy – საქართველოში პირველ ადაპტირებულ საცხენოსნო გარემოს, სადაც იპოთერაპია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ადამიანისთვის. იპოთერაპია არის საუკეთესო დამხმარე საშუალება მათთვის, ვინც გადის ფიზიკური, სოციალური, თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესს.
  • LitKid – საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი პლატფორმა, რომელიც მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებული, პერსონალიზებული საბავშვო წიგნების შესახებ.

მისამართი: ფაბრიკა, ნინოშვილის ქუჩა #8