ნავთობზე მოთხოვნის კლება Saudi Aramco-ს მოგებაზე უარყოფითად აისახება

საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიის, Saudi Aramco-ს მოგება 2019 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, 44.6%-ით შემცირდა. ამგვარი უარყოფითი ცვლილების მიზეზად ეკონომისტები კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარების ფარგლებში, ნავთობზე მოთხოვნის კლებას ასახელებენ.

Photo Credits to Stanislav Krasilnikov / TASS

Saudi Aramco-ს წლიურმა მოგებამ, 2019 წლის მონაცემებით 21.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო აქციების საჯარო განთავსების (IPO) მაჩვენებლით ამავე წელს მან მსოფლიო რეკორდი – 29.4 მილიარდი დოლარი დააფიქსირა. ეს მოცემულობა 2020 წელს განსაკუთრებულად უარყოფითად შეიცვალა და კომპანიის ჯამურმა მოგებამ მხოლოდ 11.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2020 წლის მეოთხედში Saudi Aramco-ს კაპიტალის დაბანდებამ (Capital Expenditure) 6.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემს (32.7 მილიარდი დოლარი) საკმაოდ ჩამორჩება.

Saudi Aramco-ს აღმასრულებელი დირექტორის, ამინ ნასერის, განცხადებით, კომპანიის მიერ გაყიდული ნედლი და რაფინირებული ნავთობის რაოდენობაში, სხვა წლების მონაცემებთან შედარებით, სიმცირე აღინიშნება. ვითარების გამოსასწორებლად, საუდის არაბეთის ნავთობის კომპანია კაპიტალის დაბანდებისა და ხარჯების შემცირებას გეგმავს. Saudi Aramco წლის ბოლომდე კაპიტალის დაბანდება 25-30 მილიარდი დოლარის შუალედში დაბალანსდება. ამასთანავე, ამ ყველაფრის პარალელურად კომპანია ეტაპობრივად დაფარავს დივიდენდებს. კერძოდ, 2020 წლის ჯამური 75 მილიარდი დოლარის ოდენობის დივიდენდებიდან, დაიფარება 18.75 მილიარდი დოლარი.

კონკრეტული კომპანიის დივიდენდები და შემოსავლები მნიშვნელოვანია საუდის არაბეთის ეკონომიკისა და ქვეყნის ფისკალური დეფიციტის აღმოფხვრის პროცესის წარმატებულად გამკლავებისთვის. შესაბამისად, Saudi Aramco-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიაში ცვლილებები დაუყონებლივ დაიწყება.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.