კრემლი ჯო ბაიდენს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ჯერჯერობით არ ულოცავს

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კრემლმა პირველი კომენტარი გააკეთა. მათი განცხადებით, ისინი არჩევნების ოფიციალურ საბოლოო შედეგებს დაელოდებიან მანამ, სანამ ვინმეს გამარჯვებას მიულოცავენ. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ოფიციალურ მოსკოვს ურჩევნია ჯერჯერობით თავი შეიკავოს მილოცვებისაგან.

Photo Credits to Shamil Zhumatov/REUTERS

ჯო ბაიდენი საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიაში ანტი-რუსული რიტორიკით გამოირჩეოდა. თუმცა, იგი მოლაპარაკებების გაგრძელებასაც აანონსებდა ბირთვული შეიარაღების კონტროლის შეთანხმებაში. ამ უკანასკნელს მიესალმებოდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც. გარდა ამისა, პუტინმა ტრამპის კრიტიკისაგან ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერიც, დაიცვა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ მიულოცა პრეზიდენტმა პუტინმა მალევე 2016 წლის არჩევნებში პრეზიდენტ ტრამპს ჰილარი კლინტონის დამარცხება, სპიკერმა აღნიშნა, რომ ამჯერად საქმე მთელ რიგ იურიდიულ პროცედურებს ეხება, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა დააანონსა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ტრამპის მიმართ კრემლთან ახლო ურთიერთობის გამო არაერთი ბრალდება გაჟღერდა. იმავე წელს, რუსეთი დაადანაშაულეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში, რომელშიც ტრამპმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. ჯერჯერობით დონალდ ტრამპი არ აღიარებს 2020 წლის არჩევნების შედეგებს და აპირებს სამართლებრივი დავა წამოიწყოს საკუთარი ხმების დასაცავად.