რუსეთის ფლოტი შავ ზღვაში მოძრავ ბრიტანულ სამხედრო ხომალდს აკვირდება

რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დიდი ბრიტანეთის ფლოტის კუთვნილ „დრაკონი“, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, დაკვირვების ქვეშ ჰყავს. აღნიშნული ინფორმაცია ორშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრმა გაავრცელა.

გამანადგურებელი „დრაკონი“,© Wikimedia/LA(Phot) Nicky Wilson

ცენტრის ცნობით,  „შავი ზღვის ფლოტის“ ძალებმა თავიანთი აღჭურვილობით ბრიტანეთის გამანადგურებელი „დრაკონისთვის“ თვალყურის მიდევნება დაიწყეს, რომელიც შავ ზღვის ტერიტორიაზე 2020 წლის 4 ოქტომბერს შემოვიდა.

„დრაკონი“ Type-45-ის გამანადგურებელია, რომელიც მულტი-დანიშნულების მქონე გადამტანია და სხვა მისიებთან ერთად ითავსებს საჰაერო და ანტი-წყალქვეშა საომარი თავდაცვის, მტრის მიწისა და წყალქვეშა ზედაპირზე იერიშის მიტანისა და დაბომბვის ფუნქციებს.

გამანადგურებელი „დრაკონი“ შეიარაღებულია „Sea Viper” ტიპის ანტი-საავიაციო სარაკეტო სისტემითა და მულტიფუნქციური რადარით, რომელიც ერთსა და იმავე დროს რამდენიმე საჰაერო სამიზნის ადგილმდებარეობასაც ადგენს და მიზანშიც იღებს. „დრაკონს“ სხვა ბევრი მაღალტექნოლოგიური დანადგარი და სენსორი გააჩნია, რის გამოც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამადგურებლად ითვლება.

მსოფლიოს მასშტაბით Type-45-ის მხოლოდ 6 გამანადგურებელია აგებული. 2010 წლის მონაცემებით, გამანადგურებელი „დრაკონი“ 900 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.