ერდოღანი კვიპროსის ორ სახელმწიფოდ გაყოფის მომხრეა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ჩრდილოეთ კვიპროსზე ვიზიტისას განაცხადა, რომ ორად გაყოფილი კუნძულის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკებების მიზანი ორი განცალკევებული სახელმწიფოს დაარსება უნდა იყოს.

Photo Credits to AFP

პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტს ჩრდილოეთ კვიპროსში, კვიპროსის რესპუბლიკა პროვოკაციულ ქმედებად აფასებს რეგიონში მიმდინარე მწვავე კრიზისისა და კონფლიქტის ფონზე. პრეზიდენტი ესტუმრა გაეროს მიერ მონიშნულ ბუფერულ ზონასაც, რომელიც თურქეთის მიერ კვიპროსის ოკუპაციის შემდეგ არსებობს.

წარსულში დაწყებული ყველა მოლაპარაკება მიმართული იყო ხმელთაშუაზღვის კუნძულის გაერთიანებისაკენ, რომელიც ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი ბერძნულ ენაზე მოსაუბრე კვიპროსის რესპუბლიკას ეკუთვნის, რომელიც ამავდროულად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, ხოლო მეორე ნაწილი 1974 წლის შემდეგ თურქეთის მიერ არის ოკუპირებული.

ევროკავშირმა კვიპროსის რესპუბლიკა საკუთარ ბლოკში 2004 წელს მიიღო. იგი ამჟამად თურქეთს სანქციებით ემუქრება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში განხორციელებული ნავთობ და გაზ მომპოვებელი სამუშაოების გამო. კუნძულის გაერთიანების შესაძლებლობა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კვიპროსში ლიდერად ერდოღანის მიერ მხარდაჭერილი ერსინ თათარი აირჩიეს.

No Comments Yet

Comments are closed