მუსიკალური ინდუსტრია ევროპაში ორ მილიონ სამუშაო ადგილს ქმნის და ეკონომიკაში 97 ტრილიონი აშშ დოლარი შეაქვს.
კვლევა – ,,მუსიკის ეკონომიკის გავლენა ევროპაზე“, 2018 წლის მონაცემების გამოყენებით ჩაატარა ოქსფორდის ეკონომიკის სკოლამ IFPI-ის(ფონოგრაფიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია) დაკვეთით.
კვლევის მიხედვით, მუსიკალური ინდუსტრია 11.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის საქონლისა და სერვისის ექსპორტირებას ახერხებდა ევროკავშირისა და ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა.
მუსიკალური სექტორი მნიშვნელოვნად ზრდის გადასახადებიდან შეგროვებულ შემოსავალსაც. კვლევის მიხედვით, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა, გადასახადის სახით, მუსიკალური ინდუსტრიისგან 36,6 ტრილიონი მიიღო. რაც ევროკავშირის იმ წლის ბიუჯეტის 19,4% იყო.
,,მუსიკა ევროპის იდენტობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მუსიკას აქვს შეუფასებელი ღირებულება – ის აღელვებს და კურნავს ადამიანს. მეტიც, როგორც ოქსფორდის მიერ ჩატარებული კვლევიდან ჩანს, მუსიკა მნიშვნელოვნად ეხმარება ევროკავშირისა და ბრიტანეთის ეკონომიკას – სამუშაო ადგილების შექმნით, შიდა წარმოების წახალისებით, გადასახადების გადახდითა და ექსპორტით“ – განმარტავს ფრანც მური, IFPI–ის პრეზიდენტი.